ქ. საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქ. საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ანგარიში

 

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის და ამავე კოდექსის მე-3 თავით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად:

   1.საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრში 2016 წლის განმავლობაში მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე არ შემოსულა, ასევე საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე მოთხოვნა არ დაფიქსირებულა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

 2.საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნას ადგილი არ ქონია.

 3.2016 წლის საანგარიშო პერიოდში საგანმანათლებლო რესურსცენტრში დასაქმებულ პირთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და შესაბამისად ამ პირებზე დისციპლინური სახდელი არ დადებულა.

 4.საგანმანათლებლო რესურსცენტრს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს და შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.

 5.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის "ზ" პუნქტი არ ყოფილა გამოყენებული იმ მიზეზით, რომ საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა, შესაბამისად, გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები, არ გვქონია.

 საჩხერის საგანმანათლებლო რესურცენტრში 2016 წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის და ამავე კოდექსის მე-3 თავის მოთხოვნათა შესაბამისად, ცხრილის სახით წარმოგიდგენთ საჯარო ინფორმაციის გაცემა-არგაცემის სტატისტიკას:

 

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

0

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა

0

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება

0

საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა

0

პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა

0

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

0

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0

დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

0

იმერეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი/ქალაქ საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

რესურსცენტრის უფროსი

ცისმარი მაჭარაშვილი