„საქართველოს სამხედრო ძალებში 2003 წელს მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ
მიღების თარიღი 06.11.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №555
სარეგისტრაციო კოდი 120.280.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 129, 12/11/2003
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.11.2003 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს სამხედრო ძალებში 2003 წელს მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:612.1pt 792.1pt; margin:70.9pt 70.9pt 70.9pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №555
2003 წლის 6 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სამხედრო ძალებში 2003 წელს მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს სამხედრო ძალებში 2003 წელს მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევის ორგანიზებულად მოწყობის მიზნით:
1. 2003 წლის შემოდგომაზე საქართველოს სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 6880 კაცით, მათ შორის:
ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 3750
ბ) საქართველოს შსს შინაგან ჯარებში 2000
გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის
სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში 1000
დ) საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში 100
ე) საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში 30
2. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევა გაიმართოს 2003 წლის 10 ნოემბრიდან 2004 წლის 26 თებერვლამდე.
საქართველოს სამხედრო ძალებში გაწვეულ იქნენ 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც არა აქვთ სამხედრო ძალებში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გადავადების უფლება.
3. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გასავლელად გათვალისწინებულ იქნეს 370 წვევამდელი.
4. შეიქმნას ქალაქებსა და რაიონებში გამწვევი კომისიები შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელის თავმჯდომარეობით.
5. დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური გამწვევი კომისიის თანდართული შემადგენლობა. საქართველოს ქალაქებისა და რაიონების გამწვევი კომისიების მუშაობის საერთო ხელმძღვანელობა და კონტროლი განახორციელოს ცენტრალურმა გამწვევმა კომისიამ.
6. საქართველოში მცხოვრები 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ ბრძანებულების გამოქვეყნების დღიდან ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებებში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. სამხედრო ძალებისათვის ახალწვეულების ორგანიზებულად გადაცემისათვის შეიქმნას წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტები:
ა) თბილისში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობისა და საორგანიზაციო-სამობილიზაციო მთავარი სამმართველოს ბაზაზე (თბილისი, დიღმის მასივი, მე-3 კვარტალი, 2/ბ კორპუსი);
ბ) ქ. ქუთაისში ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილების შენობაში.
8. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (დ. თევზაძე) პირადი შემადგენლობისა და საორგანიზაციო-სამობილიზაციო მთავარი სამმართველოს შენობის პირველ სართულზე გამოყოს სათანადო სამუშაო ფართობი თბილისის შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის განთავსებისათვის.
9. ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარემ თბილისისა და ქ. ქუთაისის შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტების პირადი შემადგენლობის დროებითი შტატი და მუშაობის წესი განსაზღვროს თავისი განკარგულებით.
10. შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებზე წვევამდელთა სამედიცინო შემოწმება განახორციელოს ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებულმა მუდმივმოქმედმა სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიამ. ამავე კომისიას დაევალოს რაიონებისა და ქალაქების გამწვევი კომისიების მიერ წვევამდელთა სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობაზე მიღებული გადაწყვეტილების კონტროლი.
11. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. გამყრელიძე):
ა) ქალაქების და რაიონების გამგეობებთან ერთად უზრუნველყოს წვევამდელთა სამედიცინო შემოწმების ორგანიზება და კოორდინაცია ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე;
ბ) განუსაზღვროს ქალაქებისა და რაიონების გამწვევ კომისიებს ის სამედიცინო დაწესებულებები, სადაც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევებისათვის;
გ) კოორდინაცია გაუწიოს ქალაქებისა და რაიონების სამედიცინო კომისიების, აგრეთვე მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის მიერ შესრულებული სამუშაოების და მოქალაქეთა დამატებითი სტაციონარულ-ამბულატორიული სამედიცინო გამოკვლევების ხარჯების ანაზღაურებას „საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
12. მოქალაქეთა მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს გაწვევის დაწყებიდან ერთ თვეში.
13. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა, ქალაქების მერებმა, რაიონების გამგებლებმა, სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის გამგებლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ გაწვევის ორგანიზებულად მოწყობის საქმეში. სამხედრო განყოფილებებს ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე გამოუყონ საჭირო შენობები, ტექნიკური მუშაკები, ავტოტრანსპორტი.
14. დათხოვნილ იქნენ სამხედრო ძალებიდან რეზერვში ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც კანონით დადგენილ ვადებში მოიხადეს სამხედრო სავალდებულო სამსახური.
საქართველოს ქალაქებისა და რაიონების ხელისუფლების ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა დახმარება გაუწიონ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ვადიანი სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ მოქალაქეებს, მათი შრომითი მოწყობის, სწავლის გაგრძელებისა და სხვა მატერიალურ-საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაში.
15. საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურმა (ი. ბოჭორიძე) და სახელმწიფო რწმუნებულებმა პერიოდულად მომახსენონ მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევის მიმდინარეობის შესახებ.
16. ეთხოვოთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ფართოდ გააშუქონ საშემოდგომო გაწვევისა და სამხედრო ძალებიდან ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა რეზერვში დათხოვნის მიმდინარეობა და ამ ღონისძიებათა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა.
17. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურმა (ი. ბოჭორიძე).
ე. შევარდნაძე
საქართველოს ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობა
ირაკლი ბოჭორიძე – საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსი – კომისიის თავმჯდომარე
დულა აბაშიძე – საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირის წარმომადგენელი
გიორგი თვალავაძე – საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე
ლერი კვახაძე – მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე
ინგა მაზანაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის რეგიონალური პოლიტიკის ანალიზისა და პროგნოზირების საინფორმაციო განყოფილების ოპერატორი – კომისიის მდივანი
ლევან ნიკოლეიშვილი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავდაცის და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი
კორნელი სალია – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის შტაბის უფროსი
ირაკლი სესიაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაციის, ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“ – დირექტორი
თამაზ ტატიშვილი – საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე
გელა უღრელიძე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობისა და საორგანიზაციო-სამობილიზაციო მთავარი სამმართველოს უფროსი
კობა უღრელიძე – საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის სამხედრო სამსახურში გაწვევის საკოორდინაციო განყოფილების უფროსი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
რაულ ქაჯაია – საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
მერაბ ქორჩილავა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
შაქრო წინწკალაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი.