„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს |
|
2016 წლის 13 დეკემბერი ქ. რუსთავი |
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„1. მოქმედი კანონმდებლობით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, ადმინისტრაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) მერიის სტრუქტურული ერთეულების კოორდინაციის ხელშეწყობა;
ბ) საქმისწარმოების პროცედურების, დოკუმენტირების სტანდარტებისა და კორესპონდენციის ბრუნვის წესების დაცვაზე ზედამხედველობა;
გ) ადმინისტრაციული წარმოებების დადგენილი წესითა და პროცედურებით ჩატარება;
დ) საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოება;
ე) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი გამართულობის უზრუნველყოფა;
ვ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებში, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან და სასამართლოებში;
ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავება, პროფესიული დონის ანალიზი, კადრების საჭიროებათა შესწავლა;
თ) საჯარო მოხელეთა პირადი საქმეეების წარმოებაზე ზედამხედველობა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ი) მერიის თანამდებობის პირებისათვის უფლებამოსილების განხორციელებაში ორგანიზაციული დახმარების გაწევა;
კ) მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია და შემსრულებლამდე დაყვანა;
ლ) ქალაქის მერის დავალებების შესრულების კოორდინაცია;
მ) დაწესებულების კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის უზუნველყოფა და ადმინისტრირება;
ნ) დაწესებულებაში წესრიგის, ტექნიკური უსაფრთხოების და სისუფთავის დაცვის საკითხებთან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგი და დაწესებულების სამეურნეო საქმიანობის უზრუნველყოფა;
ო) თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეთა შრომის, სამივლინებო დოკუმენტაციის მომზადება.“;
ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ადმინისტრაციის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მერის, მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას;
ბ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
გ) მუნიციპალიტეტის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, განხილვას და მათ მიღებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზს და შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
ე) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებში, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან და სასამართლოებში;
ვ) საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებასა და საჯარო ინფორმაციის გაცემას;
ზ) მუნიციპალიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვას და ადმინისტრაციული წარმოებების დადგენილი წესითა და პროცედურებით ჩატარებას;
თ) მისი კომპეტენციის ფარგლებში დაინტერესებულ პირთათვის სამართლებრივი დახმარების გაწევა, განცხადებებისა და წერილების განხილვა;
ი) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“;
გ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ადმინისტრაციის საორგანიზაციო განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მერიის თანამდებობის პირებისათვის უფლებამოსილების განხორციელებაში ორგანიზაციული დახმარების გაწევას;
ბ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის და ადმინისტრაციის უფროსის სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; ორგანიზებას უწევს სხდომაზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებას, ახდენს მათ რეგისტრაციას;
გ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სხდომებისა და ადმინისტრაციის უფროსის თათბირების ოქმების წარმოებას. მერის მიერ მიღებული წინადადებების/შენიშვნების/დავალებების აღრიცხვას და შემსრულებლამდე დაყვანას;
დ) მერიის თანამდებობის პირების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, დედნების თანადართული მასალების აღრიცხვას, სისტემატიზაციასა და შენახვას, დოკუმენტების შემსრულებლამდე დაყვანას;
ე) აწარმოებს მერიის თანამდებობის პირების კორესპონდენციის სატიტულო ბლანკების აღრიცხვას;
ვ) სამსახურში შემოსული კორესპონდენციის მიღებას, აღრიცხვას, რეგისტრირებას და დანიშნულებისამებრ ჩაბარებასა და დაგზავნას;
ზ) ადმინისტრაციაში დაცული დოკუმენტაციის ასლების დამოწმებას;
თ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“;
დ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებას, პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას;
ბ) საკადრო რესურსების შესახებ პერიოდულ სტატისტიკურ ანალიზს;
გ) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსისა და საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზებას;
დ) მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას; კონტროლს მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას;
ე) საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მერიის საჯარო მოსამსახურეთა დადგენილი წესით დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ წინადადებების წარდგენას;
ზ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილებისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, მათ პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას;
თ) მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულისა და შესაბამისობის შემოწმებას; მუნიციპალიტეტის მერიის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; აღრიცხვასა და კონტროლს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;
ი) მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვებისა და სამსახურში საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
კ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“;
ე) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ტექნიკური უზუნველყოფის განყოფილება უზუნველყოფს:
ა) დაწესებულების კომპიუტერული ქსელების გამართულ მუშაობასა და ადმინისტრირებას;
ბ) ადმინისტრაციის ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის აფასების, ჩამოწერისა და გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) სამსახურის ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღებას, ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის მატერიალური-ტექნიკური საშუალებების განაწილებას და მათ ეფექტურ გამოყენებაზე ზედამხედველობას;
დ) დაწესებულებაში წესრიგის, ტექნიკური უსაფრთხოების და სისუფთავის დაცვის საკითხებთან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგსა და დაწესებულების სამეურნეო საქმიანობის უზრუნველყოფას;
ე) დაწესებულების კომუნალური მეურნეობის გამართულ ფუნქციონირებას;
ვ) ერთიანი საინფორმაციო-კომპიუტერულ მონაცემთა ბაზის შექმნას;
ზ) IT ადმინისტრატორის ფუნქციების შესრულებას;
თ) დაწესებულების ლოკალური კომპიუტერული ქსელის მომსახურებას;
ი) სამეურნეო-ტექნიკური პერსონალის მუშაობის ორგანიზებას;
კ) კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მუშაობას; ადმინისტრაციულ ერთეულებში დანერგილი ელექტრონული პროგრამების გამართულ მუშაობას;
ლ) ელექტრონული ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, წინადადებების მომზადებას;
მ) ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის დავალების შესაბამისად, ელექტრონული საშვების დამზადებასა და თანამშრომლებისათვის გადაცემას;
ნ) საერთო ერთჯერადი მოხმარების ელექტრონული საშვების აღრიცხვასა და გადაცემას საშვების გაცემაზე პასუხისმგებელი პირისათვის;
ო) ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის გამართულ მუშაობას;
პ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“;
ვ) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქმისწარმოების განყოფილება (კანცელარია) უზრუნველყოფს:
ა) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას;
ბ) დოკუმენტის გადაცემას შემსრულებლისათვის;
გ) დავალებების სათანადო გაფორმებას;
დ) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;
ე) გასული დოკუმენტების გაგზავნას;
ვ) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;
ზ) საქმისწარმოებაში ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტებზე შტამპების სათანადო გამოყენებას;
თ) მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;
ი) ქალაქ რუსთავის მერიის საქმეთა ნაერთი ნომენკლატურის საფუძველზე, ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას და მის სრულყოფას, ქალაქ რუსთავის მერიის სტრუქტურულ ერთეულებში საქმისწარმოების ორგანიზაციასა და დოკუმენტების შესრულების კონტროლს;
კ) ქალაქ რუსთავის მერიაში შემოსული დოკუმენტაციის ელექტრონული დამუშავებასა და მიმართულების მიცემას;
ლ) ერთიანი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საკითზებზე საკონსულტაციო-მეთოდურ დახმარებასა და მათი საქმიანობის კოორდინაციას;
მ) რეაგირების გარეშე დარჩენილი და შესრულების ვადაგადაცილებული საკონტროლო დოკუმენტების შესახებ ქალაქ რუსთავის მერიის შესაბამისი თანამდებობის პირებისათვის ინფორმაციის წარდგენას;
ნ) ქალაქ რუსთავის მერიის თანამდებობის პირების მიერ მომზადებული საინიციატივო (გასული) წერილების ელექტრონულ დამუშავებას, დაგზავნის უზრუნველყოფას, მიღებული პასუხების ელექტრონულ დამუშავებასა და მასალების საქმეში ფორმირებას;
ო) ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული შეტყობინებების ფოსტისა და დამტარებლის მეშვეობით ადრესატებამდე დაყვანას;
პ) საარქივო საქმის წარმოებას;
ჟ) საიდუმლო საქმისწარმოებას;
რ) გაცემული ინდივიდუალური მუდმივი მოხმარების ელექტრონული საშვების სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციას;
ს) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“.
|