„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№176
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.160.016387
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №176

2016 წლის 13 დეკემბერი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  მერიის  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  22 ოქტომბრის №29 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 27/10/2014, ს/კ 010250020.35.160.016241) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში  –  „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  მერიის  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება“  შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა)   მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ“ ქვეპუნქტი:

„ყ) მერიის სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა და სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო შესყიდვების დაგეგმვასთან დაკავშირებული წინადადებების მომზადება.“;

ბ) მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) მატერიალური უზუნველყოფის განყოფილება.“;

გ) მე-3 მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. მატერიალური უზუნველყოფის განყოფილების ფუნქციებია: 

ა)  მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მერის წარმომადგენელების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა და სამსახურების ფუნქციონირებისათვის საჭირო შესყიდვების დაგეგმვასთან დაკავშირებული წინადადებების მომზადება;

ბ) მერიის ბიუჯეტისა და შესყიდვების გეგმის დამტკიცების შემდეგ გამოცხადებელ ტენდერებსა და გასაფორმებელ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

გ) დამტკიცებულ ხარჯთაღრიცხვის ადმინისტრაციულ ნაწილში წლის განმავლობაში შესატან  ცვლილებებთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

დ) საკრებულოს განკარგულებისა და მერის ბრძანების საფუძველზე, ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციის პროგრამაში ეტაპობრივად  საწვავის ლიმიტის ცვლილების განხორციელება სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენებულ საკუთარ ავტომანქანებზე;

ე)  მერის ბრძანების საფუძველზე ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციის პროგრამაში კორპორატიული ტელეფონების მომსახურების კონტროლი და ცვლილებების შესატანად საჭირო დოკუმენტაციების მომზადება;

ვ)  მერიის სტრუქტურულ  ერთეულებში ბიუჯეტიდან დაფინანსებული ადმინისტრაციული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (მიღება-ჩაბარების აქტები) მომზადება და სხვა კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის (ანგარიშფაქტურის, სასაქონლო ზედნადების და სხვა) შეგროვება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ზ) დამტკიცებული ბიუჯეტისა და გაფორმებული ხელშეკრულების ხარჯვის კონტროლი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 16 იანვრიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.12.2016.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.12.2016. მიმღები ორგანო — ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №176. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.160.016387.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.12.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №176, 13.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016387 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3458223/