სსიპ დავით კაკიაშვილის სახელობის ქალაქ ხაშურის N 2 საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – დავით კაკიაშვილის სახელობის ქალაქ ხაშურის №2 საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში
წარმოგიდგენთ სსიპ – დავით კაკიაშვილის სახელობის ქ. ხაშურის №2 საჯარო სკოლის (შემდგომში სკოლა) 2016 წლის ანგარიშს საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში მოცემული ,,ინფორმაციის თავისუფლების’’ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:
სსიპ – ქ. ხაშურის №2 საჯარო სკოლის 2016 წლის 6 დეკემბრის №1/კ73 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა სსიპ დავით კაკიაშვილის სახელობის ქალაქ ხაშურის №2 საჯარო სკოლის საქმის მწარმოებელი ბელა რიკაძე.
ა) 2016 წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილ იქნა 9 (ცხრა) განცხადება, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა;
ბ) დაკმაყოფილდა 9(ცხრა) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე;
გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების მოთხოვნით შემოვიდა 19 მოთხოვნა და ყველა დაკმაყოფილდა;
დ) 2016 წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა;
ე) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ გვითქვამს;
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა, შესაბამისად, არ გასაჩივრებულა.
ზ) საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებით სკოლის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ იქნა 1 სარჩელი, რომელიც დაკმაყოფილდა და სკოლას დაეკისრა გადასახადი 80 ( ოთხმოცი) ლარი.
სკოლის დირექტორი თამარ მახათაძე