„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №543 |
|
2016 წლის 9 დეკემბერი ქ. თბილისი |
„მუხლი 121. თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადების განსაკუთრებული მოთხოვნები
1. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფიზიკური ან იურიდიული პირების ხე-ტყით უზრუნველყოფის მიზნით, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის ფარგლებში სპეციალურ ჭრებს ახორციელებს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სპეციალური ჭრებით ხე-ტყის დამზადება და ტრანსპორტირება ხორციელდება უშუალოდ ან შესაბამისი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვით.
3. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სპეციალური ჭრით დამზადებული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და საშეშე მერქანი საწყობდება გამგეობის მიერ გამოყოფილ სპეციალურ ადგილზე (ადგილებზე) და გადაეცემა:
ა) I ხარისხის მერქანი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან უნდა დაერთოს შესაბამისი შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი ან/და მშენებლობის ნებართვა (რემონტის შემთხვევაში − ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები);
ბ) საშეშე მერქანი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს განცხადების საფუძველზე.
4. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სპეციალური ჭრებით დამზადებული ხე-ტყე გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ თუშეთის დაცულ ლანდშაფტში, თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალში და თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, ფიზიკური და იურიდიული პირი კანონმდებლობით განსაზღვრული რესურსით სარგებლობის მოსაკრებელისა და ტყის დამზადების ბილეთის საფასურთან ერთად იხდის ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ ხე-ტყის დამზადების საფასურს.
6. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა სპეციალური ჭრით ხე-ტყის დამზადებას ახორციელებს მთავარი სარგებლობისა და მოვლითი ჭრების მოთხოვნათა დაცვით.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 09.12.2016.
- როდის იქნა მიღებული „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.12.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №543. სარეგისტრაციო კოდი — 390050010.10.003.019609.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.12.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №543, 09.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 390050010.10.003.019609 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3459259/