მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 09.12.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №541
სარეგისტრაციო კოდი 280080020.10.003.019607
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/12/2016
matsne.gov.ge 234 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„შპს ლექსიკა“ და „შპს კომპანია სალუტი SALUTE Company“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 84% 11.06.2021 რუსლან გვარაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 84% 07.11.2022 საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი 83% 11.04.2022 ციალა კუტალაძე, პავლე ლაბაძე, ანზორი სისვაძე, ზურაბ ცაბაძე,იაშა სამხარაძე და ბიჭიკო ფარქოსაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 83% 21.12.2020 შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო“-სთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგიერთ მუხლებზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭებისა და შესაბამისი სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 83% 25.11.2020

დოკუმენტის ტექსტი

მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №541 2016 წლის  9 დეკემბერი ქ. თბილისი მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 12​1 მუხლისა და მე-15 მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების დაწესების  მიზნით, საქართველოს მთავრობა ადგენს: მუხლი 1🔗 „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით (24/12/2015,  №4714-რს) მოსარგებლე პირებს ან იმ პირებს, რომლებსაც ყალბი/არასწორი მონაცემ(ებ)ის არსებობის გამო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაუქმების შემდეგ დაუდგინდათ პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტ(ებ)ში ახალი მონაცემები და იმავდროულად წარმოადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ ადმინისტრირებადი გასაცემლებით/სერვისებით მოსარგებლეებს,   შეუნარჩუნდეთ შესაბამისი გასაცემლის/სერვისის მიღების უფლება, მათ შორის,  აუნაზღაურდეთ ამ მიზეზით მიუღებელი  გასაცემელი, თუ  დადგენილი მონაცემ(ებ)ი გავლენას არ ახდენს გასაცემლით/სერვისით სარგებლობის უფლებაზე. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით,  პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების შეცვლის/დადგენის გამო   პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაუქმების საფუძვლით გაუცემელი ფულადი გასაცემელი ანაზღაურდება მისი შეწყვეტიდან არაუმეტეს ერთი წლის კუთვნილი ოდენობით, თუ დაინტერესებული პირი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს მისი განახლებისათვის წერილობითი განცხადებითა და ახალი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით მიმართავს არაუგვიანეს 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მუხლი 3🔗 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილების შესასრულებლად გასატარებელი ღონისძიებების კოორდინაცია და ხელშეწყობა. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს პირებზე, რომლებსაც არასწორი/ყალბი მონაცემები შეეცვალათ ნამდვილი საიდენტიფიკაციო მონაცემებით 2015 წლის 30 დეკემბრის შემდეგ. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი