„საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №428 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №540 |
|
2016 წლის 9 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
„10. „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმა“ (დანართი №10).“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემის“ (დანართი №1):
ა) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ინფორმაცია საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სანიტარიული დამუშავების ზომებისადმი დაქვემდებარების, გამოყენებული მეთოდებისა და მათი გამოყენების მიზეზების შესახებ წერილობითი ფორმით მიეწოდება საჰაერო ხომალდის პასუხისმგებელ პირს, ხოლო გემის შემთხვევაში აღინიშნება გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობაში და „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმაში“ (დანართი №10).“;
ბ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) გემის შემთხვევაში – აღმოჩენილი ფაქტები და კონტროლის აუცილებელი ღონისძიებები აღინიშნება გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობაში, ასევე მიეთითება „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმაში“ (დანართი №10), გამოვლენილი არადამაკმაყოფილებელი ფაქტის შესაბამისი კოდის დაფიქსირებით;“;
გ) მე-20 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. თუ კონტროლის ღონისძიებების ჩატარების პირობები ისეთია, რომ ამ პროცედურების განმახორციელებელი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილი პირის აზრით, დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღწევა შეუძლებელია, იგი აკეთებს შესაბამის აღნიშვნას გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობაში და ავსებს „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმას“ (დანართი №10) გამოვლენილი არადამაკმაყოფილებელი ფაქტის შესაბამისი კოდის მითითებით.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული „სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ (დანართი №2):
ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ გემზე აღმოჩნდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის საშიში რისკები (ინფექციისა და კონტამინაციის წყარო, გადამტანებისა და რეზერვუარების ჩათვლით) და ჩატარებული პროცედურებით მიღწეულია დამაკმაყოფილებელი შედეგები. აღმოჩენილი რისკები და გატარებული ღონისძიებები უნდა აისახოს მოწმობასა და „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმაში“ (დანართი №10).“;
ბ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. დარღვევების არსებობისას, უფლებამოსილი პირი დამატებით ავსებს „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმას“ (დანართი №10), „ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებზე“ დაფუძნებული „გემის ინსპექტირება და გემის სანიტარიული სერტიფიკატის გაცემის“ სახელმძღვანელოს მიხედვით, გამოვლენილი არადამაკმაყოფილებელი ფაქტის შესაბამისი კოდის მითითებით.“.
4. დადგენილებას დაემატოს დანართი №10 თანდართული ფორმით.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №428 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 09.12.2016.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №428 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №428 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.12.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №540. სარეგისტრაციო კოდი — 480180000.10.003.019606.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №428 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №428 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №428 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.12.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №428 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №540, 09.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 480180000.10.003.019606 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3459626/