საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ფონდის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად-საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ბიუროდ ჩამოყალიბების შესახებ

მიღების თარიღი 14.11.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №566
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.002.782
გამოქვეყნების წყარო სსმ, 131, 19/11/2003
matsne.gov.ge 3,548 სიტყვა · ~18 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ფონდის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად-საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ბიუროდ ჩამოყალიბების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:612.1pt 792.1pt; margin:70.9pt 70.9pt 70.9pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №566 2003 წლის 14 ნოემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ფონდის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ბიუროდ ჩამოყალიბების შესახებ „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ 2003 წლის 26 აგვისტოს საქართველოს კანონის შესაბამისად: 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ფონდი ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ბიუროდ. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სავალდებულო დაზღვევის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 აპრილის №210 ბრძანებულება და ამ ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება. 3. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს თანდართული დებულება. 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. ე. შევარდნაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ბიურო (შემდგომში – ბიურო) შექმნილია „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“, „სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად და წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.     მუხლი 2🔗. ბიურო მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონებით, აგრეთვე „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“, „სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ“ (შემდგომში – სავალდებულო დაზღვევის სახეობები) სხვა კანონების, ნორმატიული აქტების, საერთაშორისო ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და ამ დებულების საფუძველზე.     მუხლი 3🔗. ბიურო საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემის მოქმედების ფარგლებში წარმოადგენს „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით აღიარებულ ეროვნულ ორგანიზაციას, რომელიც ასრულებს საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემის ბიუროს საბჭოს (შემდგომში – საერთაშორისო ბიუროს საბჭო) წესდებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.     მუხლი 4🔗. ბიურო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და ხარჯთა ნუსხა, საბანკო ანგარიშები (მათ შორის სავალუტო), ბეჭედი საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით და საკუთარი ლოგო. ბიუროს შემოკლებული სახელწოდებაა ქართულ ენაზე – „სსდბ“, ხოლო ინგლისურ ენაზე – „OIBG“.     მუხლი 5🔗. ბიურო არასამეწარმეო იურიდიული პირია. მას აქვს განკერძოებული ქონება და თავის ვალდებულებათა გამო პასუხს აგებს საკუთარი ქონებით. ბიუროს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები ბიუროს დასახული მიზნების, ამოცანებისა და საქმიანობის განსახორციელებლად. უფლება აქვს სხვა კავშირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობის, აგრეთვე დააფუძნოს ფონდები, საწარმოები, ფილიალები, იკისროს ვალდებულებები, შეუძლია იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში.     მუხლი 6🔗. ბიუროს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. მუხლი 7🔗. ბიურო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ათანხმებს უძრავი ქონების შეძენის გასხვისებისა და დატვირთვის, სესხის აღების თავდებობის საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრის საკითხებს.     მუხლი 8🔗. ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს ფინანსური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. ბიუროს წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 9🔗. ბიუროს საქმიანობის საანგარიშო პერიოდი განისაზღვრება 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.     მუხლი 10🔗. ბიუროს იურიდიული მისამართია: ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას 16. თავი II სავალდებულო დაზღვევის სახეობებში ბიუროს მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანი     მუხლი 11🔗. 1. ბიუროს მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანია: ა) დაუდგენელი, დაუზღვეველი ან გატაცებული ავტომოტოტრანსპორტით გამოწვეული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისას „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ამ დებულებით განსაზღვრული წესისა და პირობების საფუძველზე დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება; ბ) ბიუროსთან არსებული ფონდების მართვა; გ) სადაზღვევო შემთხვევათა შემცირებისა და დაზღვევის განვითარების მიზნით შესაბამის უწყებებთან „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ და „სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, სპეციალური პროგრამების და ხელშეკრულებების საფუძველზე პრევენციული ღონისძიებების დაფინანსება, აგრეთვე დაზღვევის განვითარებისათვის ხელშეწყობა და საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფა, სამეცნიერო კვლევითი სამუშაოებისათვის ხელშეწყობა, სემინარების, კონფერენციებისა და ტრენინგების გამართვა, დამხმარე ლიტერატურის, მეთოდოლოგიური მასალების მომზადება, სპეციალისტთა მოწვევა, დაზღვევის სფეროს მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლება და სხვ; დ) სავალდებულო დაზღვევის სახეობებში ლიცენზიის მქონე საქართველოს მზღვეველი ორგანიზაციებიდან ბიუროს ამოცანებისა და საქმიანობის განხორციელებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიღება; ე) სავალდებულო დაზღვევის სახეობებში მზღვეველების მხრიდან ბიუროს მიმართ კანონით განსაზღვრული ვალდებულებებისა და ამ დებულების მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისადმი შუამდგომლობით მიმართვა სადაზღვევო ორგანიზაციებისათვის არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ღონისძიებების განხორციელების თაობაზე; ვ) სავალდებულო დაზღვევის სახეობებში ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე სადაზღვევო ორგანიზაციების სტატისტიკური და ფინანსური მაჩვენებლების (მოზიდული მთლიანი სადაზღვევო და ბიუროში შესატანი პრემიების მაჩვენებლები, შეტანილი თანხების დამადასტურებელი ცნობები და სხვ.) შეკრება, რეალიზებული სადაზღვევო პოლისების აღრიცხვიანობის მიზნით მონაცემთა ერთიანი კომპიუტერული ბაზის შექმნა; ზ) სავალდებულო დაზღვევის სახეობებში ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საქმიანი შეკრებების მოწყობა; თ) საქმიანობის განხორციელებისას მიღებული ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და შენახვა. ბიუროს თანამშრომელს უფლება არა აქვს გაამჟღავნოს და არასამსახურებრივი მიზნებისათვის გამოიყენოს მიღებული საიდუმლო, პერსონალური ან კონფიდენციალური ინფორმაცია. ბიუროს საქმიანობის პროცესში შექმნილი, მიღებული და დამუშავებული პერსონალური მონაცემები, კერძოდ: დაზარალებულის საცხოვრებელი ადგილი, მიღებული თანხის რაოდენობა და სხვა, რომელიც იძლევა ამ პირის იდენტიფიკაციის საშუალებას, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ პირის თანხმობის ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე; ი) დაზარალებულისათვის გაცემული თანხის რეგრესული მოთხოვნის წაყენება ზიანის მიმყენებელი პასუხისმგებელი პირისადმი, აგრეთვე ავტომოტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების წესების დარღვევით გატარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ტექნიკური დათვალიერების ჩატარებისათვის პასუხისმგებელი ორგანოსადმი; კ) სავალდებულო დაზღვევის განვითარების მიზნით საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებთან, სადაზღვევო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ლ) სავალდებულო დაზღვევის სახეობებში, განსაკუთრებული შემთხვევების დროს, სადაზღვევო ორგანიზაციების ინიციატივით ზიანის ანაზღაურების ერთობლივად დარეგულირება; მ) საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ერთად ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სახეობაში სადაზღვევო ორგანიზაციების მიერ გაცემული პოლისების აღრიცხვიანობისა და კოორდინაციის მიზნით ერთიანი სისტემის შემუშავება და დანერგვა; ნ) სავალდებულო დაზღვევის სახეობების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით უცხო ქვეყნებიდან დახმარებებისა და გრანტების მოპოვება; ო) ბიუროს საქმიანობის, დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელების მიზნით ბიურო უფლებამოსილია შექმნას ავტოტექნიკური ექსპერტიზისა და იურიდიული მომსახურების სამსახურები, რომელთა დაფინანსების წყაროც იქნება ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები. 2. ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ნაწილში ბიუროს მიმართ ვრცელდება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაწყებული სადაზღვევო რეზერვებისა და ფონდების განთავსებისა და ინვესტირების წესი. თავი III დაზარალებული მოქალაქეებისათვის ზიანის ანაზღაურების წესი და პირობები     მუხლი 12🔗. 1. დაუდგენელი, დაუზღვეველი ან გატაცებული ავტომოტოტრანსპორტით გამოწვეული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში მფლობელი, დაზარალებული ან დაზარალებულის წარმომადგენელი ვალდებულია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევიდან „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვადებში წარმოადგინოს განცხადება ბიუროში. განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) სამედიცინო ექსპერტიზის შემოწმების დასკვნის ასლი (საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანების შესახებ); ბ) დაზარალებულის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირად დადგენის დამადასტურებელი ცნობა (საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანების გამო, თუკი ასეთი შემთხვევა დადგა); გ) გარდაცვალების მოწმობა (საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანების გამო, თუკი ასეთი შემთხვევა დადგა); დ) ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის საგამოძიებო ორგანოებიდან მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროის, ადგილის, მიზეზისა და სხვა გარემოებათა შესახებ, დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, დაუზღვეველი ავტომოტოტრანსპორტით მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოდან ან შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფიდან ცნობა ავტომოტოტრანსპორტის ბოლო ტექნიკური დათვალიერების ჩატარების ადგილის, დროის და სავალდებულო წესით დაზღვევის შესახებ, აგრეთვე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისათვის შედგენილი ოქმისა და ნახაზის ასლი; ე) ზიანის ანაზღაურების გაცემის დროს წარმოდგენილი უნდა იქნეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, არსებული წესით დამოწმებული მინდობილობა წარმომადგენელზე, ან მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. დაუდგენელი ავტომოტოტრანსპორტით გამოწვეული შემთხვევისას, ბიუროს მოთხოვნის შესაბამისად, განმცხადებელმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის ორგანოებიდან უნდა წარმოადგინოს დადგენილება საქმის წინასწარი ძიების შეწყვეტის თაობაზე, ხოლო დაუზღვეველი და გატაცებული ავტომოტოტრანსპორტით გამოწვეული შემთხვევის გამო, საჭიროებიდან გამომდინარე, პასუხისმგებელი პირის მიმართ კანონიერად ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. 3. საგამოძიებო ორგანოების მხრიდან საგამოძიებო ვადის გაგრძელების შემთხვევაში დაზარალებული ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობოს ბიუროს, რომელიც დადასტურებული უნდა იქნეს საგამოძიებო ორგანოს მიერ. 4. ბიურო უფლებამოსილია შემოსული დოკუმენტების განხილვის დროს რაიმე სადავო ან საეჭვო საკითხების წარმოქმნისას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამატებით გამოითხოვოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, საგზაო პოლიციის, პროკურატურის, სასამართლო ორგანოებიდან, სამედიცინო დაწესებულებებიდან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან და სხვა კომპეტენტური ორგანოებიდან მისთვის საჭირო ცნობები და დოკუმენტები კანონის შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით და შეაჩეროს დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურება. 5. დაზარალებულის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ბიურო ვალდებულია განმცხადებელს აცნობოს წერილობით. 6. ბიურო დაზარალებულს აუნაზღაურებს მიყენებულ ზიანს გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი გამოწვეულია თვით დაზარალებულის განზრახ მოქმედებით ან დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად, აგრეთვე ავტომოტოტრანსპორტის დატვირთვა-გადმოტვირთვისას და საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის შიდა ტერიტორიაზე მისი მოძრაობისას, ან კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. 7. დაზარალებულებისათვის ზიანის ანაზღაურება წარმოებს ბიუროში „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შენატანებიდან, შემოსული განცხადებებისა და ზიანის ანაზღაურებისათვის განკუთვნილი თანხების მიხედვით, რის შესახებაც დასკვნას ამზადებს ბიუროს შესაბამისი სამსახური და თანხების გაცემა წარმოებს ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით. 8. წარმოქმნილ დავას და პრეტენზიას განიხილავს სასამართლო კანონით დადგენილი წესით. თავი IV საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა - „მწვანე ბარათის“ სისტემის ფარგლებში ბიუროს მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანი     მუხლი 13🔗. 1. საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემის ფარგლებში ბიუროს მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანია: ა) საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემაში მონაწილე საქართველოს მზღვეველების გადახდისუნარიანობის გარანტიების უზრუნველყოფა; ბ) საერთაშორისო ბიუროს საბჭოს წესდების საფუძველზე საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა-„მწვანე ბარათის“ სისტემის წევრი ქვეყნების შესაბამისი ორგანიზაციების მიერ ბიუროსთან დადებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებების შესაბამისად, მათ მიერ გაცემული „მწვანე ბარათის“ საფუძველზე შემოსული განცხადებებისა და პრეტენზიების განხილვა და საჭიროების შემთხვევაში დარეგულირება „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში; გ) საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემით გათვალისწინებული საქმიანობის უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და ფარგლებში, ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს შინგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოდან, საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციიდან, სასამართლოდან, პროკურატურიდან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან, პროფესიული ასოციაციებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან სადაზღვევო შემთხვევების შესახებ ცნობებისა და დოკუმენტების მოწოდება და საჭიროების შემთხვევაში მათი ერთობლივი გადამოწმება; დ) საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემის მოქმედების ფარგლებში ბიუროსა და ამ სისტემის წევრი ქვეყნების შესაბამის ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებების საფუძველზე ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ურთიერთჩათვლებისა და ანგარიშსწორების ერთობლივი საკითხების მოწესრიგება; ე) საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემაში მონაწილე საქართველოს მზღვეველების მიერ ამ სისტემაში გადაზღვევის საქმიანობის კოორდინაციის განხორციელება. 2. ბიურო, საქართველოში რეგისტრირებული ავტომოტოტრანსპორტის მფლობელზე მზღვეველი ორგანიზაციის მიერ გაცემული „მწვანე ბარათის“ წარდგენის საფუძველზე, ანაზღაურებს სისტემის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე სადაზღვევო შემთხვევის დროს მიყენებულ ზიანს იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს მზღვეველი ორგანიზაცია ობიექტური მიზეზების გამო ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული თანხის გადახდას. 3. ბიურო არარეზიდენტი-სატრანსპორტო საშუალების მფლობელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის შემთხვევაში და რეზიდენტი-სატრანსპორტო საშუალების მფლობელის საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის შემთხვევაში ახორციელებს „მწვანე ბარათის“ დაზღვევის კოორდინაციას. 4. საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემაში მონაწილეობის მსურველ საქართველოს მზღვეველ ორგანიზაციასთან, რომელსაც გააჩნია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის განხორციელების ლიცენზია და აკმაყოფილებს ამ დებულების მოთხოვნებს, ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება ბიუროსა და მზღვეველის უფლება-მოვალეობები. 5. საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემაში დადგენილი და რეკომენდებული ფორმის „მწვანე ბარათებით“ და პოლისებით ამ სისტემაში მონაწილე საქართველოს მზღვეველების უზრუნველყოფა, მათ მიერ მოთხოვნილი განაცხადისა და გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად. 6. საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემის მონაწილე საქართველოს მზღვეველთა მიერ ხელშეკრულებების პირობების დარღვევის შემთხვევაში ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნათა საფუძველზე, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად მზღვეველს ეკრძალება საქმიანობა საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემაში. თავი V საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა - „მწვანე ბარათის“ სისტემაში საქართველოს მზღვეველების მონაწილეობის წესები და პირობები     მუხლი 14🔗. 1. საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემით გათვალისწინებულ საქმიანობაში მონაწილეობის მსურველი საქართველოს მზღვეველი ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სახეობის მოქმედი ლიცენზია, მიმართავს ბიუროს შესაბამისი განცხადებით. განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი საბუთები და დოკუმენტები: ა) ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სახეობის ლიცენზია (ასლი); ბ) ცნობა საქართველოს მზღვეველი ორგანიზაციის მომსახურე ბანკებისა და საბანკო რეკვიზიტების შესახებ. 2. ბიურო უფლებამოსილია არსებული კანონმდებლობის შესაბამისად შესაბამისი უწყებებიდან და ორგანიზაციებიდან გამოითხოვოს და გადაამოწმოს საქართველოს მზღვეველი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და სტატისტიკური მონაცემების რეალობა და უტყუარობა. 3. საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემაში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის მიერ ბიუროში საბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში აღნიშნულ ორგანიზაციას ეცნობება ბიუროს მოტივირებული პასუხი. ა) ბიუროს მხრივ უარის თქმის მიზეზი შესაძლებელია იყოს საქართველოს მზღვეველი ორგანიზაციის მიერ ყალბი დოკუმენტაციის წარმოდგენა და რეალური მდგომარეობის დამალვა, აგრეთვე მზღვეველის მიერ ამ დებულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა; ბ) დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ბიუროსთან ფორმდება საერთაშორისო ბიუროს საბჭოს წესდების მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესაბამისი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება და მასში ცვლილებების შეტანა დასაშვებია ხელშეკრულების დამდები ორივე მხარის თანხმობით. 4. ხელშეკრულების დადებიდან ერთ კვირაში, ხოლო შემდგომ ყოველწლიურად, მზღვეველი ვალდებულია ბიუროს ანგარიშზე შეიტანოს საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემაში ბიუროს საწევრო გადასახადის თავისი წილი შენატანი. ბიუროს ყოველწლიური საწევრო შენატანის რაოდენობას განსაზღვრავს საერთაშორისო ბიუროს საბჭო. 5. ხელშეკრულების დადებიდან ერთ თვეში საქართველოს მზღვეველი ორგანიზაცია ვალდებულია შეიტანოს საერთაშორისო ბიუროს საბჭოს მიერ რეკომენდებულ ბანკში დადგენილი სადეპოზიტო თანხის ის მინიმალური რაოდენობა, რომლის სიდიდეც განისაზღვრება ბიუროსთან დადებული ხელშეკრულებით. მზღვეველის სადეპოზიტო თანხის შევსების კოორდინაციას ახორციელებს ბიურო. 6. საქართველოს მზღვეველი ორგანიზაცია, რომელიც მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემის დაზღვევაში, ვალდებულია ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვამდე ბიუროში შეიტანოს მათ მიერ პრემიებიდან მოზიდული შესაბამისი თანხა, რომელიც მიმართული იქნება საერთაშორისო ბიუროს საბჭოს მიერ ბიუროსათვის დადგენილი „სარეზერვო-საგარანტიო ფონდის“ შესავსებად. აგრეთვე, ამ სახეობაში საქმის წარმოებისა და ადმინისტრირების ხარჯების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული შესატანის რაოდენობა განსაზღვრული იქნება ამ დებულებით საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემაში გაწევრიანების შემდგომ. 7. საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემაში მონაწილე საქართველოს მზღვეველი ორგანიზაცია აღებულ რისკებს გადააზღვევს ბიუროს მიერ რეკომენდებულ გადამზღვევ ორგანიზაციაში, საერთაშორისო ბიუროს საბჭოს მიერ გარდამავალი წევრებისათვის ფინანსური გარანტიების შექმნის თაობაზე დადგენილი წესისა და პირობების საფუძველზე. მზღვეველი ორგანიზაციისათვის გადაზღვევის ფორმა და პირობები განისაზღვრება ბიუროსთან დადებული ხელშეკრულებით. 8. საქართველოს მზღვეველი ორგანიზაცია უფლებამოსილია: ა) შეიმუშაოს მოსაზრებები და წინადადებები ბიუროს საქმიანობის სრულყოფისა და განვითარებისათვის; ბ) მიიღოს დახმარება ბიუროსაგან საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემაში პროექტებისა და პროგრამების რეალიზაციისათვის; გ) ბიუროსთან დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად განაცხადოს მოტივირებული უარი საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემაში მონაწილეობის შესახებ; დ) მიიღოს სრული და უტყუარი ინფორმაცია ბიუროსაგან ურთიერთჩათვლებთან დაკავშირებით. 9. საქარველოს მზღვეველი ორგანიზაცია ვალდებულია: ა) შეასრულოს ბიუროსთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები; ბ) შესაბამისი შეტყობინებიდან სამ სამუშაო დღეში მიაწოდოს ბიუროს მისთვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია; გ) დაზღვევის შემთხვევაში დამზღვევზე გასცეს მხოლოდ ბიუროს მიერ მიწოდებული სადაზღვევო „მწვანე ბარათი“; დ) განახორციელოს სადაზღვევო „მწვანე ბარათებისა“ და პოლისების მკაცრი აღრიცხვა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში მიაწოდოს ბიუროს ინფორმაცია მათი გამოყენების შესახებ; ე) ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვამდე მიაწოდოს ბიუროს ინფორმაცია ბიუროსთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესისა და ფორმის შესაბამისად; ვ) საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემის მოქმედების ფარგლებში ბიუროსთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად იხელმძღვანელოს ბიუროს მიერ დადგენილი „მწვანე ბარათის“ მომსახურების ფასებით (ტარიფებით).     მუხლი 15🔗. 1. საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემიდან გასვლის წესები და პირობებია: ა) საქართველოს მზღვეველი ორგანიზაციის განცხადება საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემაში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ; ბ) ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის – სავალდებულო დაზღვევის განხორციელების ლიცენზიის შეჩერება ან გაუქმება; გ) ბიუროსა და საქართველოს მზღვეველ ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებებისა და მოთხოვნების შეუსრულებლობა, აგრეთვე ბიუროს კუთვნილი სავალდებულო შესატანის გადაუხდელობა; დ) საქართველოს მზღვეველი ორგანიზაციის გადახდისუუნარობა (გაკოტრება) ან ლიკვიდაცია. 2. ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში საქართველოს მზღვეველ ორგანიზაციას ეკრძალება საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემაში „მწვანე ბარათებისა“ და პოლისების გაცემა, მაგრამ ვალდებულია შეასრულოს ბიუროსთან, დამზღვევთან და გადამზღვევ ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულებების პირობები და ვალდებულებები. 3. ბიუროდან გასვლის შემთხვევაში საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემაში მონაწილეობისათვის გადახდილი შენატანები საქართველოს მზღვეველ ორგანიზაციას არ უბრუნდება, გარდა სადეპოზიტო თანხისა, რომელიც არ იქნება დატვირთული ამ მზღვეველი ორგანიზაციის დარჩენილი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად. თავი VI საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემაში სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების წესი და პირობები     მუხლი 16🔗. 1. ბიუროს შეტყობინებიდან 45 დღეში საქართველოს მზღვეველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს ზიანის ანაზღაურება. თუ ობიექტური მიზეზების გამო მზღვეველს არ შეუძლია წაყენებული მოთხოვნის ანაზღაურება, ამის შესახებ წერილობით უნდა შეატყობინოს ბიუროს 20 დღით ადრე აღნიშნული ვადის ამოწურვამდე. 2. ბიურო საქართველოს მზღვეველი ორგანიზაციისგან ზიანის ანაზღაურების გადაუხდელობის შეტყობინების მიღების შემდეგ უხდის სისტემის წევრი ქვეყნის შესაბამის ორგანიზაციას სადაზღვევო თანხას „სარეზერვო-საგარანტიო ფონდიდან“, რის შემდგომ მზღვეველს წარუდგენს გაწეული ხარჯების ანგარიშს. 3. საქართველოს მზღვეველი ორგანიზაცია ბიუროსაგან წაყენებული ანგარიშის მიღებიდან 30 დღეში ვალდებულია გადაიხადოს სისტემის წევრი ქვეყნის შესაბამისი ორგანიზაციისათვის გადახდილი თანხა. 4. იმ შემთხვევაში, თუ ბიურომ საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემის წესების მიხედვით აანაზღაურა ყალბი და კანონის წესების დარღვევით გაცემული „მწვანე ბარათით“ მოსარგებლე საქართველოში რეგისტრირებული ავტომოტოტრანსპორტის მფლობელის მიერ მიყენებული ზიანი, ბიურო უფლებამოსილია პასუხისმგებელ პირს წაუყენოს გაცემული თანხის რეგრესული მოთხოვნა. 5. თუ საქართველოს მზღვეველი ორგანიზაცია დაარღვევს ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, ბიურო უფლებამოსილია 30-დღიანი ვადის გასვლისთანავე საქართველოს მზღვეველ ორგანიზაციას ცალმხრივად შეუწყვიტოს ხელშეკრულება. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ საქართველოს მზღვეველ ორგანიზაციას, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს. 6. თუ საქართველოს მზღვეველ ორგანიზაციას შეწყვეტილი აქვს ხელშეკრულება ამ მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს მზღვეველი ორგანიზაცია ვალდებულია, ბიუროს შეტყობინებისთანავე შეაჩეროს თავისი საქმიანობა, მოახდინოს ბიუროს წარმომადგენელთან ერთად „მწვანე ბარათებისა“ და პოლისების ინვენტარიზაცია და გადასცეს ბიუროს დარჩენილი სადაზღვევო „მწვანე ბარათები“ და პოლისები. 7. საქართველოს მზღვეველი ორგანიზაციის მიერ ბიუროსთან აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბიუროს უფლება აქვს გაწეული ხარჯების ანაზღაურების მიზნით მიმართოს სასამართლოს და აღნიშნულის შესახებ აცნობოს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს. 8. საქართველოს მზღვეველი ორგანიზაციის მიერ ბიუროს მიმართ დავალიანების დაფარვის შემთხვევაში მზღვეველთან განახლდება ხელშეკრულების პირობები, რომლის შესახებაც ეცნობებათ საქართველოს მზღვეველ ორგანიზაციას, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს. 9. სხვა დამატებითი წესები, პირობები და ვალდებულებები რეგულირდება ბიუროსა და საქართველოს მზღვეველ ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულებით. თავი VII ბიუროს ფონდები და სახსრები     მუხლი 17🔗. 1. აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით ბიუროში იქმნება შემდეგი ფონდები: ა) „საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა ფონდი“, რომლის დაფინანსების წყაროა „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შენატანები, რომლებზეც არ ვრცელდება მზღვეველის მიერ ჯარიმა-პრემიის (ბონუს-მალუსის) სისტემის ამოქმედება. აღნიშნული ფონდიდან ხორციელდება დაუდგენელი, დაუზღვეველი და გატაცებული ავტომოტოტრანსპორტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, აგრეთვე ამ სახეობაში პრევენციული ღონისძიებების და ბიუროს საქმისწარმოებისა და ადმინისტრირების ხარჯების უზრუნველყოფა; ბ) „სარეზერვო-საგარანტიო ფონდი“, რომლის დაფინანსების წყაროა საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემაში მონაწილე საქართველოს მზღვეველი ორგანიზაციების მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული შესატანები. აღნიშნული ფონდიდან ხორციელდება საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემით გათვალისწინებული მოთხოვნების, კერძოდ: ამ სისტემაში გაერთიანებული წევრი ქვეყნების შესაბამის ორგანიზაციებთან ფინანსური ვალდებულებებისა და ურთიერთჩათვლების დარეგულირება, ამ სისტემაში საქართველოს მზღვეველი ორგანიზაციის გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შემთხვევაში ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ბიუროს სრულუფლებიანი წევრობის სტატუსის მისაღწევად აუცილებელი ფინანსური სახსრების აკუმულირება, ასევე ამ სისტემით გათვალისწინებული საქმისწარმოებისა და ადმინისტრირების ხარჯების უზრუნველყოფა; გ) „სავალდებულო დაზღვევის ფონდი“, რომლის დაფინანსების წყაროა „სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შენატანები. აღნიშნული ფონდიდან ხორციელდება ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების დაფინანსება და ბიუროს საქმისწარმოებისა და ადმინისტრირების ხარჯების უზრუნველყოფა. 2. ბიუროს სახსრები იქმნება: ა) სავალდებულო დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონების მოთხოვნათა შესაბამისად ყველა მზღვეველი, რომელიც მონაწილეობს სავალდებულო დაზღვევის სახეობაში, ვალდებულია თანხა ბიუროში გადაიხადოს ყოველკვარტალურად, კვარტალის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე; ბ) საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემის მოქმედების ფარგლებში ამ დებულებით გათვალისწინებული შესატანებით, რომელიც მიმართულია „სარეზერვო-საგარანტიო ფონდის“ ფორმირებისათვის. თანხები ბიუროში ჩაირიცხება ყოველთვიურად, მომდევნო თვის 20 რიცხვამდე; გ) რეზერვების ინვესტირებით, სადეპოზიტო ანგარიშებიდან, ხელშეკრულებების საფუძველზე, საგარანტიო მომსახურებისა და კანონით ნებადართული ყველა სხვა საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლებით; დ) საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემაში გაწევრიანებული ქვეყნების შესაბამისი ორგანიზაციებიდან მიღებული კომპენსაციებით, რომლებთანაც ბიუროს დადებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება. 3. ბიუროს ქონებას შეადგენს ძირითადი ფონდები, საბრუნავი სახსრები და სხვა განკერძოებული ქონება, რომლის ღირებულება აღირიცხება ბიუროს დამოუკიდებელ ბალანსში. 4. ბიუროს შემოსავლები ხმარდება ბიუროს კომპეტენციაში შემავალი სავალდებულო დაზღვევის კანონებით და საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემით განსაზღვრულ საქმიანობას, მუშაკთა მატერიალურ სტიმულირებას და ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას. თავი VIII ბიუროს მართვა და სტრუქტურა     მუხლი 18🔗. ბიუროს საქმიანობას ხელმძღვანელობს ბიუროს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.     მუხლი 19🔗. ბიუროს თავმჯდომარე: ა) მოქმედებს ბიუროს სახელით და მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ბიუროს საქართველოს ან სხვა ქვეყნების ორგანიზაციებთან ურთიერთობაში, ხელს აწერს ბიუროს სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს; ბ) ბიუროს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბიუროს თავმჯდომარე. ბიუროს თავმჯდომარე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბიუროს თანამშრომლებს, ანაწილებს მათ შორის ფუნქციებს; გ) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს ბიუროს საქმიანობის საკითხებზე, იღებს გადაწყვეტილებებს სხვა საკითხებზე, რომლებიც განეკუთვნება ბიუროს კომპეტენციას; დ) პასუხისმგებელია ბიუროს მიმდინარე საფინანსო-სამეურნეო საქმიანობისათვის; ე) განკარგავს ბიუროს სახსრებს და პასუხისმგებელია ბიუროს საკუთრებასა და სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი და სწორი ხარჯვის გამო; ვ) ადგენს და ამტკიცებს ყოველი წლის საფინანსო-ეკონომიკურ გეგმას და საჭიროების შემთხვევაში შეაქვს ცვლილებები ამ გეგმაში; ზ) ხელმძღვანელობს საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას; თ) უფლება აქვს ბიუროს სახელით გასცეს მინდობილობები, გახსნას ეროვნული და სავალუტო ანგარიშები როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ და განახორციელოს ბიუროს საქმიანობისათვის სხვა საჭირო მოქმედებები; ი) ბიუროს მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად ქმნის და მართავს სპეციალიზირებულ ფონდებს; კ) ამტკიცებს ბიუროს შინაგანაწესს, ზედამხედველობს ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ დაკისრებული მოვალეობის შესრულებას და ახორციელებს თანამშრომელთა საქმიანობის კონტროლს; ლ) კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ბიუროს თანამშრომელთა ატესტაციას, წარმართავს ბიუროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სპეციფიკის შესაბამის საკადრო პოლიტიკას; მ) ხელშეკრულების საფუძველზე იწვევს კონსულტანტებს და სპეციალისტებს; ნ) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს ნორმატიული ბაზის სრულყოფის მიზნით; ო) საქართველოს პრეზიდენტს ყოველწლიურად წარუდგენს ბიუროს საქმიანობის ანგარიშს; პ) აქვეყნებს გაწეული საქმიანობის წლიურ ანგარიშს; ჟ) საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემის საქართველოში დანერგვის, მისი განვითარების, ორგანიზაციული სრულყოფის, „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონით და ამ დებულებით განსაზღვრული ვალდებულებების განხორციელების მიზნით საქართველოს მზღვეველი ორგანიზაციის ხელმძღვანელების მონაწილეობით ქმნის ბიუროს საბჭოს – დირექტორთა საბჭოს, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ამ საბჭოს მიერ მიღებული ერთობლივი შეთანხმებით – ხელშეკრულებით; რ) წარმართავს ბიუროს საბჭოს – დირექტორთა საბჭოს სხდომებს.     მუხლი 20🔗. ბიუროს სტრუქტურაშია: 1. ხელმძღვანელობა ა) თავმჯდომარე; ბ) თავმჯდომარის მოადგილეები. 2. იურიდიულ-საექსპერტო დეპარტამენტი ა) განცხადებების, პრეტენზიების განხილვისა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვის განყოფილება; ბ) საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ მონიტორინგის განყოფილება; გ) სადაზღვევო შემთხვევების მოკვლევის განყოფილება. 3. ცენტრალური ბუღალტერია 4. საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო 5. აპარატი (ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფი) 6. ფონდები: ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა ფონდი; ბ) სარეზერვო-საგარანტიო ფონდი; გ) სავალდებულო დაზღვევის ფონდი 7. წარმომადგენლობები. თავი IX ბიუროს დებულებაში ცვლილებების შეტანა და ლიკვიდაცია     მუხლი 21🔗. ბიუროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.     მუხლი 22🔗. ბიუროს საქმიანობის შეწყვეტა და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.