ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.

 

 სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს:

მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ა. შ.

2016 წლის განმავლობაში ბათუმის საქალაქო სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა ,,92” განცხადება, მათ შორის:

 

მოქალაქის განცხადება  -  25

მედიის განცხადება - 12

ადვოკატის განცხადება - 4

არასამთავრობო ორგანიზაცია - 37

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი - 10

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა - 1

ა(ა)იპ სამშენებლო ინსპექცია -1

აჭარის არ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია - 1

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა -1

შემოსული განცხადებებიდან ,,78” მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ,,06” ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ,,05“ არ დაკმაყოფილდა.

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურის მიერ:

ლალი ქუთათელაძე - 2009 წლის 07 ოქტომბრიდან - 2016 წლის 01 სექტემბრამდე ბათუმის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი.

მარიანა გახოკიძე - 2016 წლის 01 სექტემბრიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა ბათუმის საქალაქო სასამართლოში არ შემოსულა. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ გასაჩივრებულა.

საანგარიშო პერიოდში საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს  ადგილი არ ჰქონია.

 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი,

 

კანცელარიისა და მოქალაქეთა

მისაღები განყოფილების უფროსი                          მარიანა გახოკიძე