თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2016 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვლადიმერ ხუჭუას ბრძანებით დადგენილია თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე - სასამართლოს მენეჯერი თამაზი სხილაძე.
სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ასლების გაცემას, ელექტრონულად ინფორმაციის მიწოდებას და სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას.
2015 წლის 08 დეკემბრიდან 2016 წლის 08 დეკემბრამდე პერიოდში თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 31 განცხადება. აქედან 17 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, 13 მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, 1 მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა 13 მოთხოვნის შემთხვევაში ეხებოდა ისეთი საჯარო ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში დაცული არ ყოფილა. ხოლო ნაწილობრივ დაკმაყოფილებული მოთხოვნის შემთხვევაში, უარის თქმა გამოწვეული იყო იმ მოტივით, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია ეხებოდა პირის პერსონალურ მონაცემებს. მოცემულ შემთხვევაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო დაეყრდნო საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს.
მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურის მიერ:
თამაზი სხილაძე - სასამართლოს მენეჯერი - 2012 წლის 20 დეკემბრიდან თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი არ ყოფილა.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი
სასამართლოს მენეჯერი თამაზი სხილაძე