საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის რეორგანიზაციის შესახებ

მიღების თარიღი 13.12.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №164/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017237
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/12/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 289 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 13.12.2016 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 82% 23.06.2023 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 82% 13.12.2016 ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 78% 09.02.2021 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 77% 11.02.2016

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №164/ნ 2016 წლის 13 დეკემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის რეორგანიზაციის შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34​1 მუხლის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ყ​2“ ქვეპუნქტისა და 28​3 მუხლის პირველი პუნქტის,  „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიულ კოლეჯ „აიტის“ რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სტრუქტურული და ფუნქციური ოპტიმიზაციისა და მასზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური და დროული განხორციელების, ასევე, მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისა და მართვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, 2017 წლის 31 იანვრამდე განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის რეორგანიზაცია, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს სტრუქტურული ან/და ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას ან/და გადაადგილებას. მუხლი 2🔗 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსს, ამ ბრძანების შესრულების მიზნით, დაევალოს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიულ კოლეჯ „აიტის“ რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების პროექტისა და საშტატო ნუსხის მომზადება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის წარდგენა. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა