საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ

მიღების თარიღი 13.12.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №163/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017236
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/12/2016
matsne.gov.ge 247 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 13.12.2016 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 13.12.2016 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 84% 26.04.2017 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გრანტის გამცემად განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 81% 29.11.2016 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 80% 13.08.2025

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №163/ნ 2016 წლის 13 დეკემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 48​1 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს №74/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: მუხლი 1🔗 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველოს მიერ პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის საპილოტე პროგრამის დასრულების გათვალისწინებით, 2017 წლის 31 იანვრამდე განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის რეორგანიზაცია, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს სტრუქტურული ან/და ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას ან/და გადაადგილებას. მუხლი 2🔗 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსს ამ ბრძანების შესრულების მიზნით დაევალოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს №74/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების პროექტისა და საშტატო ნუსხის მომზადება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის წარდგენა. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა