საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოგიდგენთ 2016 წლის ანგარიშს – საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის და გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურეთა ვინაობის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს კანონის უზენაესობის პრინციპებით და უზრუნველყოფს მის ხელთ არსებული საჯარო ინფორმაციის იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას.
საქართველოს ეროვნული ბანკი, ოფიციალური ვებ გვერდის www.nbg.gov.ge . მეშვეობით აქვეყნებს საბანკო-საფინანსო სფეროში მიმდინარე პროცესების ამსახველ ინფორმაციებს, მონეტარული და საბანკო სტატისტიკის ბიულეტინებს, სხვადასხვა მიმოხილვებს და პრესრელიზებს.
ეროვნული ბანკი სხვადასხვა ბეჭდვითი და ელექტრონული საშუალებებში ასევე სისტემატურად განათავსებს საჯარო ინფორმაციას ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი უცხოური ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის, საპროცენტო განაკვეთების, მონეტარული პოლიტიკის, ბანკნოტების და მონეტების, საგადახდო სისტემების და ასევე სტატისტიკური ინფორმაციების შესახებ.
საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ეროვნულ ბანკში შემოვიდა საჯარო ინფორმაციის 206 მოთხოვნა, აქედან - 166 მატერიალური ფორმით, ხოლო 40 - ელექტრონული ფორმით. მატერიალური ფორმით შემოსული მოთხოვნებიდან დაკმაყოფილდა 163 მოთხოვნა, 3 მოთხოვნა გადაგზავნილ იქნა შესაბამის დაწესებულებაში, რის შესახებაც ეცნობათ განმცხადებლებსაც. ელექტრონული ფორმით შემოსული მოთხოვნებიდან დაკმაყოფილდა ყველა მოთხოვნა.
საქართველოს ეროვნულ ბანკში 2016 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციაში შესწორებების შეტანის მოთხოვნა არ შემოსულა.
მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე ეროვნულ ბანკში 2016 წელს არ შემოსულა. შესაბამისად, შესწორებები საჯარო ინფორმაციაში არ განხორციელებულა.
საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის შედეგად მიღებულმა მოსაკრებლების ოდენობამ შეადგინა 24.20 ₾ (ოცდაოთხი ლარი და 20 თეთრი).
თანდართული ცხრილით წარმოგიდგენთ ინფორმაციას საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნების დაკმაყოფილების გადაწყვეტილებათა რაოდენობისა და გადაწყვეტილების მიმღებ საჯარო მოსამსახურეთა შესახებ
კობა გვენეტაძე
საბჭოს თავმჯდომარე
დანართი
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა და გადაწყვეტილების
მიმღები საჯარო მომსახურეთა ვინაობა
| გაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურე | თანადებობა | საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებების რაოდენობა | საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა |
| არჩილ მესტვირიშვილი | ვიცე-პრეზიდენტი | 16 |
|
| ოთარ ნადარაია | ვიცე-პრეზიდენტი | 7 |
|
| გიორგი მელაშვილი | აღმასრულებელი დირექტორი | 6 |
|
| ქეთევან ახალკაცი | პრეზიდენტის აპარატის უფროსი | 97 | 3 გადაგზავნილ იქნა სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში |
| კონსტანტინე ბარაბაძე | პრეზიდენტის აპარატის უფროსის მ/შ | 35
|
|
| ირაკლი კალანდაძე | იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე | 2 |
|
| ნათია გვაზავა | იურიდიული დეპარტამენტის უფროსი | 40 ელექტრონული ფორმით |
|