საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის რეორგანიზაციის შესახებ

მიღების თარიღი 13.12.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №162/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017235
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/12/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 275 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 01.06.2017 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 25.12.2023 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 08.02.2022 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 13.12.2016 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 84% 15.12.2016

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №162/ნ 2016 წლის 13 დეკემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის რეორგანიზაციის შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „საჯარო  სამართლის იურიდიული პირის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის საქართველოს კანონის (№1016Iს) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №57/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სტრუქტურული და ფუნქციური ოპტიმიზაციისა და მასზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური და დროული განხორციელების, ასევე, მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისა და მართვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით 2017 წლის 31 იანვრამდე განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის რეორგანიზაცია, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს სტრუქტურული ან/და ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას ან/და გადაადგილებას. მუხლი 2🔗 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორს ამ ბრძანების შესრულების მიზნით დაევალოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №57/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების პროექტისა და საშტატო ნუსხის მომზადება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის წარდგენა. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა