,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 |
|
2016 წლის 12 დეკემბერი ქ. სამტრედია |
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 1. გამგეობის სამსახური არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს გამგებლის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს გამგებლის და მისი დავალებით – საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და გამგებლის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.
3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. გამგეობის სამსახურებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის, სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის სამსახური;
დ) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახური;
ე) შესყიდვების, ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური;
ვ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური;
ზ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;
თ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;
ი) სახანძრო-სამაშველო სამსახური.
5. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით’’.
|