სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2016 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2016 წლის ანგარიში
სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში–მართვის სისტემა) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს რეესტრის წარმოების სამსახურის უფროსი – ნინო თოდუა, ხოლო მისი სამსახურში არყოფნის დროს – ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი – სალომე ჯაფარიძე.
ორივე მათგანმა წარმოდგენილ ყველა განაცხადზე განახორციელა შესაბამისი რეაგირება კანონმდებლობით დადგენილი წესითა და განსაზღვრულ ვადაში.
მართვის სისტემამ 2016 წლის განმავლობაში გასცა 135 (ასოცდათხუთმეტი) საჯარო ინფორმაცია, ხოლო 26 (ოცდაექვსი) მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას არ ფლობდა. ასევე, მართვის სისტემამ გასცა 47 (ორმოცდაშვიდი) პერსონალური მონაცემის შემცველი ინფორმაცია, მოთხოვნილ 6 (ექვსი) პერსონალური მონაცემის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა, ხოლო 8 (რვა) განცხადება პერსონალური მონაცემის გაცემის მოთხოვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მართვის სისტემა პერსონალური ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში ეყრდნობოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებს.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მართვის სისტემაში მოთხოვნა არ შემოსულა.
მართვის სისტემას კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.
მართვის სისტემის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.
მართვის სისტემაში დასაქმებულ ორ პირს შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო გამოეცხადა საყვედური, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
რაც შეეხება საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებულ ხარჯებს, 2016 წელს მართვის სისტემის მიერ გაცემულმა საჯარო ინფორმაციამ არ გადააჭარბა „სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან 2016 წლის განმავლობაში მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მართვის სისტემის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 14 იანვრის №1.1/12 ბრძანებით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გარეშე გასაცემი საჯარო ინფორმაციის მინიმალურ ოდენობას, კერძოდ – A4 და A5 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლი და ლაზერულ პრინტერზე ამობეჭდილი ასლი – 1000 (ერთი ათასი) ფურცელი.
სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი: ლაშა ვერულავა