სს „დელფის“ გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/20031-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

№2/20031-16

განჩინება

საქართველოს სახელით

გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ

2016 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელი − სს „დელფი“

(საიდენტიფიკაციო ნომერი 205009603)

დირექტორი − მალხაზ ალბორაშვილი

მეურვე − აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი − ნათია სახოკია

მოთხოვნა −  გაკოტრების მმართველის დანიშვნა

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების მმართველის დანიშვნის საკითხი და

გამოარკვია:

2016 წლის 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა  სს „დელფის“ დირექტორმა მალხაზ ალბორაშვილმა და მოითხოვა სს „დელფის’’ მიმართ გაკოტრების  საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან  სს „დელფის“ არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა  წარმოებაში,  მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო და კანონით დადგენილი წესით მოწვეულ იქნა კრედიტორთა პირველი კრება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის და ამავე კანონის 27-ე მუხლის 21-ე ნაწილის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ  კრედიტორთა პირველ კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით.

37-ე მუხლის მეორე ნაწილით, თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურას, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის და კრედიტორის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი მმართველის კანდიდატურა, სასამართლოს მიერ გაკოტრების მმართველად დანიშნული იქნა აღსრულების ეროვნული ბიურო.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით

დაადგინა :

1. გაკოტრების მმართველად დაინიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო. (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო.)

2. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლოს ვებგვერდზე  www.tcc.gov.ge.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გამოქვეყნებიდან ან გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                     თამარ ჭუნიაშვილი