შპს „პლაზა ფიტნესის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/32630-16
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2016 წლის 5 დეკემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თამარ ბურჯანაძე
განმცხადებ ე ლი - შპს „პლაზა ფიტნესი”
(საიდენტიფიკაციო ნომერი 404898777)
დირექტორი - ჯუმბერ ხატიაშვილი
წარმომადგენელი - მალხაზ ალბორაშვილი
მეურვე - აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - ლელა ხაციკიდუ
მოთხოვნა - კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
შპს „პლაზა ფიტნესის” წარმომადგენელმა მალხაზ ალბორაშვილმა 2016 წლის 26 ოქტომბერს განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა შპს ”პლაზა ფიტნესის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა2016 წლის 5 დეკემბერს, 14:00 საათზე,თბილისის საქალაქო სასამართლოში.
კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, კერძოდ, მოსმენილ იქნა მეურვის ანგარიში მოვალის ქონებასთან დაკავშირებით. მოხდა განმცხადებლების კრედიტორად აღიარება. დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე საკითხი, კერძოდ, მომრიგებელი საბჭოს წევრების არჩევა, ვერ მოხდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „პლაზა ფიტნესის” წარმომადგენელთან მალხაზ ალბორაშვილთან და კრედიტორებთან შეთანხმებით, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა შეწყდა და უნდა გაგრძელდეს კანონით დადგენილ ვადაში.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2017 წლის 17 იანვარს 16.00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №21;
2. გ ანჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე - www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე