საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2016 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ დებულებების შესრულების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2016 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ დებულებების შესრულების თაობაზე

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2016 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ დებულებების შესრულების თაობაზე

(საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 10 დეკემბრამდე ინფორმაციას)

2016 წლის საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სულ რეგისტრირებულია
75 განცხადება, მათ შორის 26 განცხადება – ფიზიკური პირისგან, ხოლო 49 განცხადება -იურიდიული პირისაგან.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ საანგარიშო პერიოდში (10.12.2015-10.12.2016) ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნათა დაცვით დაკმაყოფილებულია საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე 75 განცხადებით წარმოდგენილი მოთხოვნა, მათ შორის 2015 წლის ანგარიშში ასახული 1 განცხადება, რომელზეც მიმდინარეობდა საქმისწარმოება. რეგისტრირებული 75 განცხადებიდან პასუხი არ გაეცა 1-ს რადგან განმცხადებელმა თავად მოითხოვა განცხადების გაუქმება.

ხოლო მოცემული ეტაპისთვის საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სამინისტროში შემოსულ 1 განცხადებაზე ამჟამად მიმდინარეობს საქმისწარმოება.

უარი საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
საქართველოსს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს არცერთი განმცხადებლისათვის არ გაუცია.

ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
2
განმცხადებლის მოთხოვნა, რადგან
მათ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის ნაწილი წარმოადგენდა პიროვნების მაიდენტიფიცირებელ პერსონალურ მონაცემს, რომელთა გაცემაც მესამე პირის თანხმობის გარეშე დაუშვებელია.

,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრულია მოსაკრებლის გადახდის გარეშე გასაცემი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობა.

,,მოსაკრებლის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის შესახებ“ შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში არცერთ განმცხადებელს საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაუხდია.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ საანგარიშო პერიოდში
საჯარო ინფორმაციის გაცემა
ხორციელდებოდა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.