საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2016 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№12670/01
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2016 წლის ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2016 წელს გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ

2016 წლის საანგარიშო პერიოდში (11.12.15-09.12.16) საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით       რეგისტრირებულია  102            წერილი/განცხადება.            საქართველოს            სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ პასუხი გაეცა 97 მოთხოვნას, 5 წერილზე/განცხადებაზე მიმდინარეობს საქმისწარმოება. ამასთან, საანგარიშო პერიოდში:

●საჯარო   ინფორმაციის            გაცემასთან დაკავშირებით შემოსულ მოთხოვნებზე საქართველოს     სოფლის მეურნეობის            სამინისტრო რეაგირებას ახდენდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებისა და ვადების მოთხოვნათა დაცვით (5 წერილზე პასუხი გაიგზავნა დაგვიანებით, მოთხოვნილი ინფორმაციის დიდი მოცულობიდან გამომდინარე).

●საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გააჩნია მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებს და მასზე წვდომა აქვთ          უწყების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს მათი კომპეტენციის ფარგლებში.            სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი ფლობს საინფორმაციო ბაზას სამინისტროს კორესპონდენციის        შესახებ.აღნიშნული ბაზების მესამე პირებისთვის გადაცემა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

●საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხისმგებელ მოხელეთა მიერ საქართველოს ზოგადი            ადმინისტრაციული  კოდექსის       მოთხოვნათა დარღვევისა და მათთვის დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

●საქართველოს სოფლის            მეურნეობის სამინისტროში            შემოსულ ყველა წერი -ლზე/განცხადებაზე შესაბამისი პასუხი იგზავნება.

●საანგარიშო        პერიოდში      არ        ყოფილა          მიღებული     გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

 

 

ნოდარ კერესელიძე

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი