ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.
სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ა.შ.
2016 წლის განმავლობაში ფოთის საქალაქო სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 36 განცხადება შემოვიდა, მათ შორის:
პარტნიორობა ადამიანის უფლებებიდან – 01,
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან – 02,
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიდან - 01,
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან - 06,
ჟურნალისტიკის განვითარების ცენტრიდან - 02,
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან - 01,
შპს „ლიბერალიდან“ – 01,
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფიდან - 01,
ა(ა)იპ მართლმსაჯულების განვითარების ცენტრიდან - 09,
ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან - 01,
სამოქალაქო ჩართულობის ცენტრიდან - 01,
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიდან - 01,
მოქალაქეებისგან – 09,
შემოსული განცხადებებიდან ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურეების მიერ: კობა ჩაგუნავა – 2013 წლის 12 ნოემბრიდან 2016 წლის 03 ივნისამდე ფოთის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი. ელენე ურიდია – 2016 წლის 06 ივნისიდან 2016 წლის 26 ივლისამდე ფოთის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი (კობა ჩაგუნავას შვებულებაში ყოფნის და სამსახურიდან გათავისუფლების პერიოდი). ნანა შამათავა - 2016 წლის 27 ივლისიდან დღემდე ფოთის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა ფოთის საქალაქო სასამართლოში არ შემოსულა. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ნანა შამათავა
სასამართლოს მენეჯერი
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი