სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
2016 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “ინფორმაციის თავისუფლების” თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის ანგარიშს ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულების თაობაზე. კერძოდ:
ა) სააგენტოში სულ შემოვიდა 231 განცხადება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე.
ბ) საჯარო ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად გაიცა 229 შემთხვევაში.
გ) ორი განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ვინაიდან განცხადებით, სხვა საჯარო ინფორმაცისათან ერთად, მოთხოვნილი იყო 2010 წლიდან 2016 წლის ჩათვლით სააგენტოს მიერ გაცემული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის თანხმლები საპროექტო დოკუმენტაცია. ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაცია მოიცავდა A3 ფორმატის ცალ-ცალკე ალბომად აკინძულ დაახლებით 1 500-მდე სარეაბილიტაციო პროექტს, განმცხადებელს ეთხოვა ადგილზე გაცნობოდა სააგენტოში დაცულ დოკუმენტაციას და/ან მოეთხოვა მისთვის სასურველი კონკრეტული პროექტის ქსეროასლი.
დ) საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე სააგენტოში შესაბამისი მოთხოვნა არ შემოსულა. ამასთან, სააგენტოს მიერ არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე.
ე) განცხადება საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ სააგენტოში არ შემოსულა.
დ) 2016 წლის განმავლობაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა არ გამოვლენილა.
გენერალური დირექტორი ნ. ანთიძე