სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის 2016 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს სსიპ − აქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში 2016 წელს  საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულ განცხადებათა რაოდენობის, საჯარო მონაცემთა ბაზებისა და პერსონალურ მონაცემთა შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე, კერძოდ 2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის პირველი დეკემბრის განმავლობაში:

ა) საჯარო ინფორმაცია მოთხოვნილი იქნა 1063, მათ შორის დაკმაყოფილდა 1059 განცხადება, ინფორმაციის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე  არ დაკმაყოფილდა 4 განცხადება;

ბ) საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე განცხადება არ შემოსულა;

გ) საქსტატის კოლეგიურ ორგანოს − საქსტატის საბჭოს, სხდომის დახურვის თაობაზე გადაწვეტილება არ მიუღია;

დ) საქსტატი უფლებამოსილების ფარგლებში აწარმოებს საჯარო მონაცემთა შემდეგ  ბაზებს:

დ.ა) შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის,

დ.ბ) ბიზნეს რეგისტრის;

ე) საქსტატი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას.  პერსონალური მონაცემები დაცულია როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით. პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების და შენახვისას საქსტატი ხელმძღვანელობს „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით.

ვ) საქსტატის მიერ შეგროვებული პერსონალური მონაცემები კონფიდენციალურია და მესამე პირებს არ გადაეცემიათ;

ზ)  10/12/2015 − 01/12/2016 პერიოდის განმავლობაში, საქსტატის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევას და დისციპლინური სახდელის დაკისრებას ადგილი არ ჰქონია;

თ) ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას საქსტატი ხელმძღვანელობდა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

ი) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა;

კ)  მიმდინარე წლის განმავლობაში ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯი საქსტატს არ გაუღია და მხარის სასარგებლოდ თანხის გადახდა საქსტატს არ დაკისრებია.