კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/435
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს

გენერალური დირექტორის

ბრძანება №2/435

2016 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

 

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის №02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად,ვბრძანებ:

1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების დანართში მითითებულ ობიექტებს.

2. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

3. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტის მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №4) .

 

გენერალური დირექტორი                    ნიკოლოზ ანთიძე

 

 დანართი 1

 

ფოტო

სახელწოდება

 

ადგილმდებარეობა

სახეობა

თარიღი

1.

საჯარო სკოლა


გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. პატარა მეჯვრისხევი

არქიტექტურის

XIX საუკუნე

2

0_6e587_40b19cb3

სოხუმის საკათედრო ტაძარი


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ქ. სოხუმი, 4 მარტი/ლესელიძე

არქიტექტურის

1915 წელი

3

DSC00045

ჭავჭავაძეების სასახლის კომპლექსი:

1) სასახლე;
2) თავლა;
3) სამაცივრე;
4)მოსამსახუ-რეთა საცხოვრებელი.


თელავის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნაფარეული

არქიტექტურის

XIX-XX საუკუნეების მიჯნა

4

01 (9)

ბნელეთი. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია


გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. სკრა, სოფლის სამხრეთით 10 კმ. მდ. სკრის ხეობა

არქიტექტურის

ეკლესია - XII ს.  კედლის მხატვრობა - XIII ს-ის დასაწყისი

5

დოლოჭოპის სამნავიანი ბაზილიკა


ქ. ყვარელი, მდინარე დურუჯის მარჯვენა ნაპირი

არქიტექტურის/ არქეოლოგიური

V – V I საუკუნეები