ქალაქ ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ანგარიში
ქალაქ
ახალქალაქის
საგანმანათლებლო
რესურსცენტრის
2016 წლის ანგარიში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო, ქალაქ ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის საფუძველზე მოგახხსენებთ, რომ საანგარიშო პერიოდში ქალაქ ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრში შემოვიდა სულ 417 კორესპონდენცია, აქედან სკოლებიდან და რაიონული ორგანიზაციებიდან 211, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან 206, რესურსცენტრიდან გასულია 962 კორესპონდენცია, მათგან 374 გაიგზავნა საჯარო სკოლებსა და რაიონულ ორგანიზაციებში, 588 განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ სტრუქტურებში.
ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა-გაცემის შესახებ:
ა) საგანმანათლებლო რესურსცენტრში მიმდინარე წელს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის შესახებ შემოვიდა 6 მოთხოვნა.
ბ) დაკმაყოფილდა 6-ვე მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
გ) ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული დებულების დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა და არცერთ საჯარო მოხელეს არ დაკისრებია დისციპლინური პასუხისმგებლობა, ასევე არ გასაჩივრებულა უარი ზემდგომ ორგანოში ან სასამართლოში.
დ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.
ე) 2016 წლის საანგარიშო პერიოდში რესურსცენტრში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.
ვ) რესურსცენტრს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.
ზ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის ,,ზ’’ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ რესურსცენტრის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. რესურსცენტრის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახება გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.
ამასთან
, ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:
ანგარიში
რაოდენობა
მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
6
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა
0
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება
0
საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა
0
პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა
0
მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე
0
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ
0
დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ
0
ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი
თერეზა ჩივჩიანი