U5-B-UBD, U5-B-UBE, U5-B-UBF და U5-B-UBJ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
U5-B-UBD, U5-B-UBE, U5-B-UBF და U5-B-UBJ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტების შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2509
2016 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
U5-B-UBD, U5-B-UBE, U5-B-UBF და U5-B-UBJ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტების შესახებ
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს U5-B-UBD, U5-B-UBE, U5-B-UBF და U5-B-UBJ
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის
ხელშეკრულებები.
2. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რათა განახორციელოს
ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებებით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტებით განსაზღვრული შეიარაღების, მათი სათადარიგო ნაწილების, აღჭურვილობისა და მათთან დაკავშირებული ინსტრუქციებისა და სახელმძღვანელოების მიღება, შემდგომში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის გადაცემის მიზნით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი