აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის 2016 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის წლიური ანგარიში
(2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 10 დეკემბრამდე)
ა) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში 2015 წლის 10 დეკემბრიდან
2016 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 14 (თოთხმეტი) განცხადება. მათ შორის მოთხოვნის შესაბამისად 11 (თერთმეტი) განცხადება დაკმაყოფილდა სრულად, 3 (სამი) შემთხვევაში კი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში შემოსული განცხადებების საერთო რაოდენობიდან 11 (თერთმეტი) შემთხვევაში დაინტერესებული პირი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია, 2 (ორი) შემთხვევაში კი მოქალაქე, ხოლო 1 (ერთი) მოთხოვნა შემოვიდა საჯარო დაწესებულებიდან. არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შემოსული 11 (თერთმეტი) განცხადებიდან 1 (ერთი) შემთხვევაში განმცხადებელი წარმოადგენდა ბეჭდურ მედიას.
ბ) 2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 5 (ხუთი) განმცხადებელს ეცნობა წერილობით ათდღიანი ვადის განსაზღვრის შესახებ, ხოლო 9-ზე (ცხრა) დაუყოვნებლივ გაიცა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია.
გ) 2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე წერილობით მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია.
დ) სახელწიფო რწმუნებულს – გუბერტნატორს განკარგულების საფუძველზე დადგენილი აქვს საჯაროინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის აპარატის მთავარი სპეციალისტი ნანა კაკაჩია.
ე) საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაცია ეყრდნობოდა ,,საქართველოს კონსტიტუციასა“ – და ,,საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს“, ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს.
ვ) ადმინისტრაციაში ფუნქციონირებს საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა (eDocument), შესაბამისად საჯარო მონაცემთა ბაზის შექმნა ავტომატურ რეჟიმში ხორციელდება აღნიშნულ პროგრამაში.
ზ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების არცერთი ფაქტი.
თ) ადმინისტრაციის მიერ ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებას ადგილი არ ჰქონია.
ი) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით ხარჯების გაწევის აუცილებლობა არ წარმოშობილა.