⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2026)
გაუქმებულია:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №183 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 10 ოქტომბრის №465 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

მიღების თარიღი 13.12.2016
ძალის დაკარგვა 01.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №549
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019618
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/12/2016
matsne.gov.ge 279 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.12.2016 მიღება
01.01.2026 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №183 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 10 ოქტომბრის №465 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №549 2016 წლის 13 დეკემბერი    ქ. თბილისი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №183 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 10 ოქტომბრის №465 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუხლი 1🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №183 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/04/2015, 040030000.10.003.018568) შეტანილ იქნეს  ცვლილება და: 1. მე-2 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2🔗. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.“. 2. მე-4 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4🔗. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა უზრუნველყოს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა.“. 3. მე-5 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი  5🔗.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების დამტკიცება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება 2017 წლის 1 იანვრამდე.“. 4. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2017 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 10 ოქტომბრის №465 დადგენილება. მუხლი 3🔗 1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2.  დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი