სსიპ - ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ - ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში
სსიპ
–
ხაშურის
მუნიციპალიტეტის
სოფელ
ფლევის
საჯარო სკოლის 2016
წლის
ანგარიში
ა) 2016 წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილ იქნა 1 (ერთი) განცხადება, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული;
ბ) დაკმაყოფილდა 1 (ერთი) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა;
დ) 2016 წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა;
ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები;
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე სკოლის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეტანილი არ ყოფილა;
ზ) საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებით სკოლის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ იქნა 1 სარჩელი, რომელიც დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯის სახით სკოლას დაეკისრა 100 ლარის გადახდა.
სკოლის დირექტორის მ/შ ზურაბ ლომიძე