სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში
ა) 2016 წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე განცხადება არ წარმოდგენილა, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული;
ბ) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე არ შემოსულა და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა;
დ) 2016 წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა;
ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები;
ვ) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად სკოლის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეტანილი არ ყოფილა;
ზ) საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებით, სკოლის წინააღმდეგ სარჩელი არ შესულა სასამართლოში, შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯი სკოლას არ დაკისრებია.
სკოლის დირექტორი ბედუნი ლომსაძე