მუხლი 30. დაწესდეს ააიპ კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში, კულტურულ სახეობებში ყოველთვიური საფასური არაუმეტეს 10 (ათი) ლარის ოდენობით. აღნიშნული საფასურის ოდენობა არ ვრცელდება იმ ბავშვების სწავლებაზე, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნორმით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 0-დან 70001-მდე. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა უზრუნველყოს აღნიშნული საფასურის სხვადასხვა სპორტულ სახეობებში შემოღების, აკუმულირებისა და განაწილების შესახებ წესის წარმოდგენა  საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დასამტკიცებლად. დაევალოს ააიპ კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას მოახდინოს აღსაზრდელთა, მათ შორის სოციალურად დაუცველი ოჯახების (0-70001) მშობლების დროული ინფორმირება. ააიპ კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ 2017 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული საფასურის დადგენილი წესის თანახმად აკუმულირება და შესაბამისი ქმედებები განახორციელოს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დაცვი🔗