სსიპ -„აჭარის სატყეო სააგენტოს“ მიერ 2016 წლის განმავლობაში გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ა ნ გ ა რ ი შ ი

სსიპ,,აჭარის სატყეო სააგენტოს“ მიერ 2016 წლის განმავლობაში გაცემული საჯარო

ინფორმაციის შესახებ

 

●2016წლის მანძილზე სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოვიდა 12განცხადება. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის ფაქტს ადგილი არ ქონია;

●საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მიზნით სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოში მოთხოვნა არ შემოსულა;

●სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილებები მიღებული იქნა სააგენტოს უფროსის მიერ;

●სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას და შენახვას. აღნიშნულ მონცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლება. პერსონალური ინფორმაციის სხვისთვის გადაცემას ადგილი არ ქონია.

●თანამშრომელთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევები არ დაფიქსირებულა. აგრეთვე, არ მომხდარა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელის დადება.

●2016 წლის მანძილზე სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ საჯარო ინფორმაციის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯებიარ გაწეულა.

 

სააგენტოს უფროსი                                    თემურ ყურშუბაძე