,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის N448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №96 |
|
2016 წლის 16 დეკემბერი ქ. თბილისი |
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის ივნისის №448 ბრძანებით (სსმ III, №77, 24/06/2009, სარეგისტრაციო კოდი: 120.340.000.22.026.013.212) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის: ა) „ყ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ჩ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჩ) სამხედრო მოძღვართა (კაპელანთა) ინსტიტუტებთან აქტიური თანამშრომლობა.“. 2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 2. უფლებამოსილების განაწილების ფარგლებში დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები: ა) დეპარტამენტის უფროსის დავალებით, ხელს აწერენ დეპარტამენტში შემოსულ/მომზადებულ დოკუმენტაციას; ბ) დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული ფუნქციონალური მიმართულებების ფარგლებში კოორდინაციას და კონტროლს უწევენ დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას; გ) კომპეტენციის ფარგლებში ვიზირებას უკეთებენ დეპარტამენტში და მის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მომზადებულ დოკუმენტაციას.“. 3. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11 დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (სამხედრო მოსამსახურე), ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღრული დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურე.“. 4. მე-12 მუხლს დაემატოს „მ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „მ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს დეპარტამენტის საქმიანობის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით.“. 5. მე-13 და მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13 დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) პირადი შემადგენლობის მენეჯმენტის სამმართველო: ა.ა) სახმელეთო ჯარების დაკომპლექტების განყოფილება; ა.ბ) გენერალური შტაბის დაკომპლექტების განყოფილება; ა.გ) პირადი შემადგენლობის განათლების მართვის განყოფილება; ა.დ) შერჩევის საბჭოების უზრუნველყოფის განყოფილება. ბ) საორგანიზაციო და პირადი შემადგენლობის მზადყოფნის სამმართველო: ბ.ა) საორგანიზაციო-საშტატო განყოფილება; ბ.ბ) პირადი შემადგენლობის მზადყოფნის განყოფილება; ბ.გ) რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვის სამსახური: ბ.გ.ა) რეზერვის დაგეგმვის განყოფილება; ბ.გ.ბ) მობილიზაციის დაგეგმვის განყოფილება. გ) სოციალურ საკითხთა, მორალური მხარდაჭერისა და უზრუნველყოფის სამმართველო: გ.ა) საქმისწარმოების განყოფილება; გ.ბ) მონაცემთა ბაზების უზრუნველყოფის განყოფილება; გ.გ) უზრუნველყოფისა და პირადი საქმეების აღრიცხვის განყოფილება; გ.დ) სოციალურ საკითხთა და დაჯილდოების განყოფილება; გ.ე) მორალური მხარდაჭერის განყოფილება. დ) პირადი შემადგენლობის მართვის სისტემების განვითარების განყოფილება. მუხლი 14 პირადი შემადგენლობის მენეჯმენტის სამმართველო ახორციელებს: ა) საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის და მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფების, მათ შორის სახმელეთო ჯარების, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის კადრის ოფიცრებით, საკონტრაქტო (პროფესიული) და სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა დროული დაკომპლექტების უზრუნველყოფას; ბ) ბრძანებათა პროექტების მომზადებას საკადრო საკითხებთან (გაწვევა, დანიშვნა, კონტრაქტის გაფორმება, გადაადგილება, მოვალეობის დაკისრება, სამსახურებრივი მივლინება, წოდების მინიჭება, უფლებამოსილების შეჩერება, კადრების განკარგულებაში გადაყვანა, დათხოვნა) დაკავშირებით; გ) სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით შესაბამისი კონტრაქტების (ხელშეკრულებების) გაფორმების უზრუნველყოფას; დ) სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებით შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების დაკომპლექტების საკითხების ორგანიზებას, აღრიცხვასა და კონტროლს; ე) კადრების განკარგულებაში მყოფი პირადი შემადგენლობის შემდგომი სამსახურის გაგრძელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველყოფას; ვ) სასწავლო კურსებზე და კვალიფიკაციის ასამაღლებლად შესაბამისი კანდიდატების შერჩევის ღონისძიებების უზრუნველყოფას, გადაწყვეტილების მისაღებად წარდგენას და შესაბამისი ბრძანებების პროექტების მომზადებას კომპეტენციის ფარგლებში; ზ) სასწავლო კურსების დასრულების შემდგომ სამხედრო მოსამსახურეთა განაწილებაში მონაწილეობას; თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის კოდების განსაზღვრას, მათი მინიჭებისა და აღრიცხვისათვის საჭირო პროცედურების მომზადებას; ი) სხვადასხვა დონის შერჩევის საბჭოების დაგეგმვასა და მათ პროცედურულ უზრუნველყოფას; კ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული შესაბამისი პოლიტიკის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეთა შეფასების პროცესებისა და პროცედურების მეთოდოლოგიურ ზედამხედველობას; ლ) პირადი შემადგენლობის შენარჩუნების ღონისძიებების შესახებ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად, სათანადო მოხსენებებისა და წინადადების მომზადება-წარდგენას. 2. საორგანიზაციო და პირადი შემადგენლობის მზადყოფნის სამმართველო ახორციელებს: ა) რეზერვის პირადი შემადგენლობის აღრიცხვასა და დაგეგმვას, მონაცემთა ბაზის წარმოებას; ბ) რეზერვის პირადი შემადგენლობის სტანდარტების დადგენას, შეფასებას, როტაციის დაგეგმვას; გ) მატერიალურ-ტექნიკური რეზერვის აღრიცხვას, დაგეგმვას, მონაცემთა ბაზის წარმოებას; დ) შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაციაში, სამობილიზაციო რესურსების აღრიცხვას; ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციაში, სამობილიზაციო გეგმების შემუშავებას; ვ) სამობილიზაციო ბრძანებების, დოკუმენტთა ფორმების, საინსტრუქციო ნორმატიული აქტების შემუშავებას; ზ) სამხედრო რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების მიზნით, საერთაშორისო გამოცდილების შესწავლას, საქართველოს სინამდვილეზე ადაპტირებას და შესაბამისი საორგანიზაციო და საკანონმდებლო ცვლილებების პროექტების შემუშავებას; თ) ძალთა დაგეგმვიდან გამომდინარე სახეობის, ქვედანაყოფებისა და სამხედრო ნაწილების საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურების ოპტიმიზაციისათვის წინადადებების შემუშავებას; ი) საშტატო საკითხებთან დაკავშირებული ბრძანებების პროექტების მომზადებასა და წარდგენას დასამტკიცებლად; კ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელების შემუშავებასა და საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ან მის მიერ უფლებამოსილ პირთან დასამტკიცებლად წარდგენის უზრუნველყოფას; ლ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფების დისლოკაციების ადგილების აღრიცხვასა და კონტროლს; ქვედანაყოფების ბეჭდების და ლუქების დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას; მ) შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი დაკომპლექტების ანალიზს და რეკომენდაციების მომზადებას; ნ) ქვედანაყოფებიდან პირადი შემადგენლობის რაოდენობის შესახებ სათანადო პერიოდული მოხსენებების მიღებასა და დამუშავებას; ო) პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობისა და მონაცემთა მოხსენებების სისტემების შემუშავებას, დახვეწასა და მათი მართვისა და კონტროლის განხორციელებას. 3. სოციალურ საკითხთა, მორალური მხარდაჭერისა და უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს: ა) დეპარტამენტის საიდუმლო და არასაიდუმლო კორესპონდენციის წარმოებას; ბ) დეპარტამენტში წარმოებული (საწარმოებელი) წიგნების, ჟურნალების, საქმეების ნომენკლატურის მიხედვით აღრიცხვას, წარმოებაზე კონტროლსა და დადგენილი წესით შენახვას; გ) მოქმედ და პენსიაზე გასულ სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეების დამუშავების, აღრიცხვაზე აყვანისა და შენახვის უზრუნველყოფას; დ) დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეების გადამოწმებასა და შესაბამის ორგანოებში სათანადო სამსახურების მეშვეობით გადაგზავნის უზრუნველყოფას; ე) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების (რომელთაც არ გააჩნიათ საკადრო სამსახური) სამხედრო მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობის შესახებ ცნობების მომზადებას საფინანსო სამსახურში წარსადგენად; ვ) დეპარტამენტზე რიცხული მატერიალური ქონების აღრიცხვასა და კონტროლს; ზ) დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად სათანადო სქემისა და ევაკუაციის გეგმის შემუშავებას და დაზუსტებას; თ) საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის და საორგანიზაციო სტრუქტურების ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებასა და სისტემატურ განახლებას; ი) ინფორმაციის პერიოდულ ანალიზს, ტენდენციების დადგენასა და წინადადებების მომზადება-წარდგენას; კ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების და ჟეტონების დამზადებას, აღრიცხვიანობასა და გაცემის ორგანიზებას; ლ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედ სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ პირთა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა, სამხედრო სამსახურის გავლის დროს, საომარი მოქმედებების შედეგად და სამშვიდობო მისიებში დაღუპულთა, დასახიჩრებულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალურ-სამართლებრივი გარანტიების უზრუნველსაყოფად სათანადო ღონისძიებათა განხორციელებას, კომპეტენციის ფარგლებში; მ) სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე თადარიგში დათხოვნილ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა ნამსახურებ წელთა გაანგარიშებასა და სათანადო საბუთების მომზადებას; ნ) იმ პირთა შესახებ, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში წარმოადგენდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან იმ დოკუმენტების დამოწმებული ასლებისა და სხვა მტკიცებულებების გამოთხოვა, რომლებიც შეიცავენ პერსონალურ მონაცემებს; ო) შესაბამისი წარდგინებების საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოსამსახურეთა უწყებრივი მედლებითა და სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ ბრძანებათა პროექტების მომზადებას; პ) სამხედრო მოძღვართა (კაპელანთა) ინსტიტუტებთან აქტიურ თანამშრომლობას; ჟ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინაციას, კომპეტენციის ფარგლებში; რ) ზედამხედველობს ჯარებში სახელმწიფოებრივი მომზადებისა და საინფორმაციო საათის მიმდინარეობას, კომპეტენციის ფარგლებში; ს) რეკრუტების პიროვნული თავისებურებების შესწავლას და მათი რაციონალურად გადანაწილების მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას; ტ) ჯარების მორალური მხარდამჭერი პროგრამების შემუშავებას და იმპლემენტაციის ზედამხედველობას. 4. პირადი შემადგენლობის მართვის სისტემების განვითარების განყოფილება ახორციელებს: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, ეფექტური საკადრო პოლიტიკის, მისი რეალიზაციის მეთოდების, ფორმების შემუშავებასა და გატარებას; ბ) სამხედრო მოსამსახურეთა გადანაწილების, დაწინაურების, მათი კარიერული და პროფესიული ზრდის დაგეგმვისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფას; თანამდებობათა სამუშაო აღწერის ფორმების შემუშავებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად და მათ სისტემატურ დახვეწას; გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტთან ერთად პირადი შემადგენლობის მართვის პოლიტიკის მარეგულირებელი დოკუმენტების ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღებას; დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის მართვის პოლიტიკის საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დასანერგად შესაბამისი მარეგულირებელი დოკუმენტების, სახელმძღვანელოების, სამოქმედო წესების, ინსტრუქციების ჩამოყალიბებას, შესაბამისი სამოქმედო გეგმების მომზადებასა და განხორციელების კონტროლს; ე) ნატოსთან თანამშრომლობის გეგმებით სამხედრო პერსონალის კუთხით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების დაგეგმვას, აღსრულებასა და კონტროლს კომპეტენციის ფარგლებში; ვ) პირადი შემადგენლობის მართვის სისტემების ნატოსთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად სათანადო წინადადებების მომზადებასა და დეპარტამენტის უფროსისათვის წარდგენას.”. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 19 დეკემბრიდან.
|
|