პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის ანგარიში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, დოკუმენტში ასახულია ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ 2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 09 დეკემბრამდე პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის, ასევე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ:
1. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნათა დაკმაყოფილების/გაცემაზე უარის თქმის შესახებ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ შემოსულ კორესპონდენციას განიხილავს და ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი - აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სალომე ბახსოლიანი. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობითაც - foi@pdp.ge.
საანგარიშო პერიოდში აპარატში შემოვიდა 26 მოთხოვნა ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. 25 შემთხვევაში სრულად გაიცა მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაციის ასლები, 01 შემთხვევაში ნაწილობრივ ეთქვა უარი ინფორმაციის გაცემაზე დაუზუსტებელი მოთხოვნის საფუძვლით.
2. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ
საანგარიშო პერიოდში აპარატში არ შემოსულა მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ.
3. საჯარო მონაცემთა ბაზების შესახებ
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 40-ე მუხლის შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ვებგვერდზე განთავსებულია ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრი[1] .
4. პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დამუშავების საფუძვლებისა და პრინციპების შესაბამისად, ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების/ნებართვების განხილვისა და კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს. ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიცავს განმცხადებელთა და მესამე პირთა პერსონალურ მონაცემებს, მესამე პირებს გადაეცემათ იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით.
5. დისციპლინური სახდელის დადების შესახებ
აპარატის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევა არ გამოვლენილა, ამდენად არ არსებობდა დისციპლინური სახდელის დადების საჭიროება.
6. ინფორმაციის დამუშავებასთან/გაცემასთან და გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები
ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის ხარჯმა შეადგინა 0 ლარი. ამასთან, არ წარმოშობილა გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯი.
[1] https://catalog.pdp.ge/