სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№71601472188
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს − სსიპ − ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის მე-3 თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით.

სკოლის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა.

კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ჯუმის საჯარო სკოლა:

განურჩევლად პასუხობს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების, ისე ეთნიკური უმცირესობებისა და „რიგითი“ მოქალაქეების განცხადებებს.
სკოლაში შემოვიდა 5 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ. საჯარო ინფორმაციის შესწორების თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული
5-ვე მოთხოვნა დაკმაყოფილდა, აქედან გამომდინარე არ მიგვიღია გადაწყვეტილერბა მოთხოვნის არდაკმაყოფილებაზე.
არ შემოსულა მოთხოვნა: საჯარო მონაცემთა ბაზების, საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე.
2016 წლის საანგარიშო პერიოდში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და შესაბამისად დისციპლინური სახდელი არ დადებულა.
სკოლას არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტი, რადგან საჯარო ინფორმაცია მოთხოვნის შესაბამისად ყველამ მიიღო.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები არ გაგვაჩნია, რადგან სკოლას ინფორმაციის დამუშავება-გაცემაზე უარი არ თქმულა და შესაბამისად გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
ამასთან, სკოლის 2016 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით (დანართი №1) თან ერთვის.

დანართი №1

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

5

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა

0

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება

0

საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა

0

პერსონალური მონაცემების შეგროვების დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა

0

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

0

საჯარო ინფორმაციის ბგაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0

დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯვების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

0

სსიპ − ზუგდიდის მუნიციპალიტეტის

სოფელ ჯუმის საჯარო სკოლის დირექტორი                            კ.    თოდუა