,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის- საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ`` საქ. პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №558 ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№625
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 150, 29/12/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №625

2003 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №558 ბრძანებულებისა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №558 ბრძანებულებაში და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭო განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:

„ზაზა სოფრომაძე – სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

მერაბ ქავთარაძე – სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

ვასილ გიგოლაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

თინა დანელია – „პარტნიორობა სოციალური ინიციატივებისათვის“ სოციალური უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი

რევაზ თათარაძე    – საქართველოს ექიმთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი

ნათია თურნავა –    საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის პირველი მოადგილე

ირინე იმერლიშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

გენო მალაზონია    – საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე

ზაზა სიხარულიძე  – „სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირის“ პრეზიდენტი

ლონდა სიხარულიძე – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე

გია ქობალია – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის მოადგილე

ია შალამბერიძე – საბჭოს წევრი

ლერი ჭალაგანიძე   – საქართველოს პოლიციის პენსიონერთა და ინვალიდთა კავშირ „აბჯრის“ გამგეობის წევრი

მანონი ხაჩიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

იოსებ ხაზარაძე – საქართველოს პენსიონერთა და ვეტერანთა პროფესიული კავშირების თავმჯდომარე.“.

2. დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. ფონდის მიზნები

1. ფონდის მიზნებია:

ა) დასაქმების, ჯანმრთელობისა და სახელმწიფო სოციალური დაზღვევის პროგრამების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა სოციალური დაზღვევის სისტემაში მოქცევის მიზნით საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაცია და პერსონიფიცირებული აღრიცხვა;

გ) სავალდებულო სოციალური დაზღვევის სადაზღვევო შემთხვევების დადგომისას, სადაზღვევო გასაცემლების დროული დანიშვნისა და გაცემა-დაფინანსების ორგანიზაცია;

დ) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საკითხების გადაწყვეტა;

ე) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანები.“.

3. მე-3 მუხლის „ბ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს მოქალაქეთა სავალდებულო სოციალური დაზღვევის, სამედიცინო დახმარებების, სოციალური დაცვის, დასაქმების, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და სხვა სახელმწიფო პროგრამებს;“;

ი) შეიმუშავებს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს მოსახლეობის სოციალური დაზღვევის პროგრამების, სოციალური დაზღვევის სისტემისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის გაუმჯობესების შესახებ;

კ) მონაწილეობს მოსახლეობის სოციალური დაზღვევის და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საკითხებთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში.“.

4. მე-4 მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უზრუნველყოს ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის, დასაქმებისა და სხვა სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, მოსახლეობის სოციალური დაზღვევისა და შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხის განსაზღვრის და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სხვა საკითხების გადაწყვეტის ორგანიზაცია, მათთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული გასაცემლების დანიშვნა;“;

ე) თავისი მიზნების მისაღწევად, კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნას სტრუქტურული ერთეულები (განყოფილებები, დეპარტამენტები, სამმართველოები, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროები, წარმომადგენლობები) და ფილიალები.“.

5. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის შემთხვევაში ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს.“.

6. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები:

„კ) განსაზღვრავს ფონდის სტრუქტურული ერთეულებისა და ფილიალების უფლება-მოვალეობებს;

ლ) აუქმებს ან ცვლის მისი მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულებისა და ფილიალების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;

მ) ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, აგრეთვე განსაზღვრავს იმ პასუხისმგებელ პირთა წრეს, რომლებსაც უფლება აქვთ შეადგინონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი“.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის- საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ`` საქ. პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №558 ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.12.2003.
როდის იქნა მიღებული „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის- საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ`` საქ. პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №558 ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
„,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის- საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ`` საქ. პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №558 ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 26.12.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №625. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.05.002.002.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის- საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ`` საქ. პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №558 ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის- საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ`` საქ. პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №558 ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2003 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის- საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ`` საქ. პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №558 ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, №625, 26.12.2003, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.002 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/34738/