თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი კონკურსის პირობების და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.12.2016
ძალის დაკარგვა 06.12.2024
გამომცემი ორგანო თერჯოლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016201
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/12/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ჩუბინიძე | თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი კონკურსის პირობების და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 14 დეკემბრის N24 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 04.12.2024
დოკუმენტის ტექსტი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი კონკურსის პირობების და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2016 წლის 14 დეკემბერი
ქ. თერჯოლა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი კონკურსის პირობების და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი’’ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი კონკურსის პირობები და ჩატარების წესი", დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ ჩუბინიძე
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე
კომერციული ბანკის შესარჩევი კონკურსის პირობები და ჩატარების წესი
მუხლი 1🔗.
კონკურსის პირობები
1.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ბანკი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა)
არ უნდა ხორციელდებოდეს ბანკის ლიკვიდაცია და არ უნდა მიმდინარეობდეს გაკოტრების ან სანაციის საქმე;
ბ)
ბანკის ქონებაზე არ უნდა იყოს დადებული ყადაღა;
გ)
ბანკმა უნდა უზრუნველყოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო გადარიცხვების ელექტრონული სისტემის გამართვა შემდგომი მომსახურება.
2.
კონკურსში მონაწილე ბანკმა საკონკურსო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა)
განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, რეკვიზიტების მითითებით;
ბ)
ცნობა შესაბამისი საგადასახადო და სასამართლო ორგანოებიდან ადგილმდებარეობის მიხედვით, რომ არ ხორციელდება მისი ლიკვიდაცია და არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმე;
გ)
ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ მის ქონებაზე არ არის ყადაღა დადებული.
3.
კონკურსში მონაწილე ბანკის საკონკურსო წინადადება უნდა მოიცავდეს (და არა შემოიფარგლებოდეს) ინფორმაციას შემდეგი საკითხების შესახებ:
ა)
მომსახურების ტარიფები, მათ შორის თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკონკურსო პირობას წარმოადგენს:
ა.ა)
უნივერსალური ანგარიშის გახსნა-უფასო;
ა.ბ)
ორგანიზაციის გადარიცხვები ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში –
უფასო;
ა.გ)
ორგანიზაციის ანგარიშზე ნაღდი ფულის (ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში) შეტანა და გატანა – უფასო;
ა.დ)
საკონვერტაციო ოპერაციები – კონვერტაციის დღეს არსებული ბანკის კომერციულ კურსთან შედარებით შეღავათიანი ტარიფებით;
ა.ე)
ანგარიშზე ჩატარებული ოპერაციების ჩამონათვალის (ამონაწერის) მიწოდება – უფასო;
ა.ვ)
ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი პროგრამით გათვალისწინებულ ბენეფიციარებზე ანგარიშის გახსნა – უფასო;
ა.ზ)
ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისათვის ანგარიშის გახსნა – უფასო;
ა.თ)
თანამშრომლებზე საბარათე ანგარიშების გახსნა და ოვერდრაფტის დაშვება;
ა.ი)
თერჯოლის მუნიციპალიტეტის (გამგეობა, საკრებულო) თანამშრომლებზე კრედიტის (სახელფასო იპოთეკური სამომხმარებლო) გაცემის უზრუნველყოფა;
ა.კ)
სარგებლის დარიცხვა საანგარიშო თვის განმავლობაში ყოველი დღის ბოლოს და მისი ასახვა ბიუჯეტის ანგარიშზე განხორციელდეს ყოველი საანგარიშო თვის ბოლო დღეს;
ა.ლ)
მიმდინარე ნაშთზე დასარიცხი წლიური სარგებელი არანაკლებ 10%-სა;
ა.მ)
სახელფასო პროგრამის ტარიფები.
4.
ფილიალი აუცილებელია მდებარეობდეს ქალაქ თერჯოლის ტერიტორიაზე.
5.
ბანკომატი აუცილებელია მდებარეობდეს ქალაქ თერჯოლის ტერიტორიაზე, ან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში განათავსოს ქალაქ თერჯოლის ტერიტორიაზე.
6.
ბანკომატი აუცილებელია მდებარეობდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც კონკურსში გამარჯვებულმა პირმა უნდა განათავსოს საბანკო და სახელფასო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
7.
დამატებითი მომსახურების სახით:
ა)
თანამშრომლებზე აქამდე გაცემული ოვერდრაფტებისა და სახელფასო სესხების პორტირება გამარჯვებულმა ბანკმა უნდა განახორციელოს მათთვის ფინანსური პირობების გაუარესების გარეშე, თანამშრომლების მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში;
ბ)
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებზე განახორციელოს VIP მომსახურება.
მუხლი 2🔗.
კონკურსში მონაწილეობის წესი
1.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში დადგენილი წესით ლიცენზირებულ კომერციულ ბანკს.
2.
კონკურსში მონაწილეობის უფლების მოპოვებისათვის პირმა რეგისტრატორს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა)
წერილობით შევსებული განაცხადი;
ბ)
ამონაწერი მეწარმეთა და (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
გ)
ბანკის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საჭიროების შემთხვევაში – დამატებითი მინდობილობა;
დ)
ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
3.
კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია წარმოებს ზონარგაყრილ და დანომრილ რეგისტრაციის ჟურნალში.
მუხლი 3🔗.
კონკურსის ჩატარების წესი
1.
კონკურს ატარებს კომისია, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2.
კომისიას თავმჯდომარეობს გამგებლის გადაწყვეტილებით დანიშნული პირი.
3.
კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიან:
ა)
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არანაკლებ 3 წევრი, რომლებსაც წარადგენს საკრებულოს თავმჯდომარე;
ბ)
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შერჩეული პირ(ებ)ი – თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის უფროსი (უფროსები) და/ან განყოფილების უფროსი (უფროსები) და/ან მთავარი სპეციალისტი (სპეციალისტები) და/ან უფროსი სპეციალისტი (სპეციალისტები)
გ)
კომისიაში მონაწილეობის მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც.
4.
კონკურსი უნდა გამოცხადდეს ადგილობრივი მასობრივი ინფორმაციის საშუალებით.
5.
განცხადების მისაღებად უნდა განისაზღვროს 10 დღე.
6.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია იმ პირს, რომელმაც დადგენილი წესით გაიარა რეგისტრაცია და მიიღო კონკურსში მონაწილის ბილეთი. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციას ახდენს რეგისტრატორი.
7.
კონკურსის დაწყებამდე კომისია ამოწმებს მონაწილეთა კონკურსზე დაშვების კანონიერებას.
8.
კონკურს ატარებს კომისია. კომისიის თავმჯდომარე ვაჭრობის დაწყებისას აცხადებს ლარში ანგარიშების ყოველდღიურ ნაშთზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის საწყის ოდენობას და ბიჯს.
9.
ბიჯის ოდენობა უნდა იყოს 0,2%.
10.
კონკურსზე ვაჭრობის (სავაჭრო ვაჭრობა) დასაწყისად ითვლება საპროცენტო სარგებლის საწყისი ოდენობის გამოცხადების მომენტი.
11.
ვაჭრობის დროს კონკურსის თითოეულ მონაწილეს უფლება აქვს მოახდინოს განცხადების (ბიჯი) შეთავაზება საპროცენტო სარგებლის თაობაზე, რომელიც არ უნდა იყოს დაწესებულ ბიჯზე ნაკლები.
12.
თუ კონკურსში მონაწილეობს მხოლოდ ერთი მონაწილე, სავალდებულოა მის მიერ საპროცენტო სარგებლის თაობაზე ერთი განცხადების (ბიჯი) შეთავაზება მაინც.
13.
ვაჭრობის დამთავრებულად ითვლება, თუ კომისიის თავმჯდომარემ სამჯერ მოითხოვა საბოლოო განცხადების (ბიჯი) შეთავაზება საპროცენტო სარგებლის თაობაზე და ასეთი ვერ მიიღო.
14.
ვაჭრობაში გამარჯვებულად ავტომატურად ითვლება, ვინც კომისიას შესთავაზა ბოლო განცხადება საპროცენტო სარგებლის თაობაზე. გამარჯვებულს აცხადებს კომისიის თავმჯდომარე.
15.
კონკურსს დასრულებულად აცხადებს კომისიის თავმჯდომარე.
16.
კონკურსის ჩატარებას სავალდებულოა ესწრებოდეს კომისიის არანაკლებ ნახევარზე მეტი.
17.
კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს და კონკურსის ჩატარებას საერთო კოორდინაციას უწევს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
18.
კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კონკურსის შესახებ ინფორმაციის საჯაროობას, კომისიის წევრების ინფორმირებას კონკურსის დროს თარიღისა და ადგილის შესახებ, საჯარო ვაჭრობის მიმდინარეობის შესახებ ოქმის შედგენას და საჯარო ვაჭრობასთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.
19.
საჯარო ვაჭრობის დაწყებამდე კომისია ამოწმებს დაინტერესებული პირის კონკურსის მონაწილედ რეგისტრაციის კანონიერებას, ასევე საჯარო ვაჭრობაზე გამოცხადებული პირის ვინაობას და წრმუნდება, რომ დაინტერესებული პირის კონკურსის მონაწილედ რეგისტრაცია განხორციელდა კანონიერად, ხოლო საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადებული პირი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს საჯარო ვაჭრობაში, როგორც კონკურსის მონაწილემ ან და კონკურსის მონაწილის წარმომადგენელმა.
20.
თუ კომისია დაადგენს, რომ დაინტერესებული პირის კონკურსის მონაწილედ რეგისტრაცია განხორციელდა კანონდარღვევით, ასევე საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადებული პირი არაუფლებამოსილია საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობა მიიღოს, როგორც კონკურსის მონაწილის წარმომადგენელმა, კომისია საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადებულ პირს უარს ეტყვის საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობაზე.
21.
საჯარო ვაჭრობის შესახებ კომისიის მიერ დგება საჯარო ვაჭრობის მიმდინარეობის შესახებ ოქმი.
მუხლი 4🔗.
გარიგებათა გაფორმების წესი
1.
სავაჭრო ვაჭრობის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულთან მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს მხარეთა შორის ურთიერთობის ძირითად დოკუმენტს.
2.
ხელშეკრულების გაფორმება უნდა განხორციელდეს საჯარო ვაჭრობის მიმდინარეობის შესახებ ოქმის დამტკიცების თაობაზე შესაბამისი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა, მოქმედ კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში კონკურსის შედეგები უქმდება, რომელიც არ საჭიროებს დამატებითი წერილობითი გადაწყვეტილების მიღებას.
3.
მხარეთა შორის დასადებ ხელშეკრულებაში, სავალდებულოა გათვალისწინებული იქნეს კონკურსის პირობები, საქართველოს კანონმდებლობით და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ფორმები, სხვა მონაცემები გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
4.
ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
5.
კონკურსში გამარჯვებულ ბანკთან ორგანიზაციის თანამშრომელთა სახელფასო პროექტით მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება ორგანიზაციისათვის არ ატარებს სავალდებულო ხასიათს და იგი შეიძლება გაფორმდეს დამატებით მხოლოდ ორგანიზაციის გადაწყვეტილებით. სახელფასო პროექტით მომსახურება განიხილება ბანკსა და ორგანიზაციას შორის დამოუკიდებელ ურთიერთობად.