სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 20.12.2016
ძალის დაკარგვა 04.10.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 220010070.11.004.016043
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/12/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე კობა გვენეტაძე | ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება 23.04.2010
დოკუმენტის ტექსტი
სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №7
2016 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე, საბანკო სისტემაში ადეკვატური ლიკვიდობის დონის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
მუხლი 1🔗
საქართველოს ეროვნული ბანკის სესხის უზრუნველყოფის სახეობებს წარმოადგენს:
1. საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები.
2. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები.
3. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები.
4. კომერციული ბანკის სასესხო აქტივები.
5. უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტები საქართველოს ეროვნულ ბანკში.
მუხლი 2🔗
საჭიროების შემთხვევაში ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით სესხის უზრუნველსაყოფად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სახეობის აქტივები.
მუხლი 3🔗
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ შეიძლება დაადგინოს ეროვნული ბანკისათვის მისაღები კრიტერიუმები და პირობები სესხის უზრუნველყოფის თითოეული სახეობების მიხედვით.
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 23 აპრილის №3 დადგენილება.
მუხლი 5🔗
ამ დადგენილების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია კომერციული ბანკების საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.
მუხლი 6🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეკობა გვენეტაძე