,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის N603 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№92
სარეგისტრაციო კოდი
120010000.22.026.016437
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №92

2016 წლის 16 დეკემბერი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს შეიარაღებული ძალების  გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის დებულების  დამტკიცების შესახებ’’საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №603 ბრძანებით  (ვებგვერდი, 20/06/2013, 120010000.22.026.016196) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები და კომპეტენციები

1. დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების ძირითადი მიმართულებების  განსაზღვრა;

ბ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გამოცდილების გაზიარების სისტემის ფუნქციონირებისათვის კოორდინაციის გაწევა;

გ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დოქტრინების შემუშავება/განვითარების პროცესისათვის კოორდინაციის გაწევა;

დ) მინისტრის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირებისათვის წინადადებების წარდგენა უცხოეთში მიღებული სამხედრო განათლების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებასთან დაკავშირებით.

2. დეპარტამენტის კომპეტენციებია:

ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების სისტემის განვითარებისათვის შესაბამისი კონცეპტუალური და საორგანიზაციო დოკუმენტების შემუშავება და პრიორიტეტების განსაზღვრა;

ბ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო განათლების გეგმების შემუშავება;

გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გვარეობების მიხედვით სამხედრო საგანათლებლო სტანდარტების განსაზღვრა;

დ) სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამების ამ მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის სტანდარტებთან, აგრეთვე საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების დადგენილ წესებთან თავსებადობის განსაზღვრა;

ე) სამხედრო საგანმანათლებლო სისტემის სტრუქტურების განვითარება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციაში;

ვ) სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი, არსებული მდგომარეობის შესახებ პერიოდული ანალიზის მომზადება და რეკომენდაციების შემუშავება;

ზ) საზღვარგარეთ სამხედრო განათლების პრიორიტეტული მიმართულების განსაზღვრაში მონაწილეობა;

თ) საქართველოს შეიარაღებული ძალების ამოცანებიდან გამომდინარე, საბრძოლო მომზადების დაგეგმვის სტრატეგიისა და საორგანიზაციო მეთოდური მითითების შემუშავება;

ი) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მომზადების ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში მისი კოორდინირება და მონიტორინგი;

კ) კომპეტენციის ფარგლებში სწავლებების დაგეგმვაში მონაწილეობა, კოორდინაცია და მონიტორინგი;

ლ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სასწავლო პოლიგონებისა და სასროლეთების განვითარების სტანდარტების განსაზღვრა;

მ) ვადადაწესებული მოხსენებების ტაბელით და საბრძოლო მომზადების სახელმძღვანელო და სააღრიცხვო დოკუმენტების წარმოების წესით განსაზღვრულ ვადებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების შენაერთებიდან და ქვედანაყოფებიდან მიღებული დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე, გენერალური შტაბის უფროსისათვის მოხსენების მომზადება;

ნ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ეფექტური სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების სისტემის განვითარებისთვის გამოცდილების (მათ შორის – პარტნიორი ქვეყნების) განზოგადება და გაზიარება;

ო) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დოქტრინების შემუშავების/განვითარების პროცესის კოორდინაცია, აგრეთვე პუბლიკაციების კოდირება და გამოცემისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;

პ) უცხოეთში მიღებული სამხედრო განათლების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის შესწავლა და მინისტრის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირისთვის წინადადებების წარდგენა;

ჟ) საქართველოს კანონმდებლობით და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი კომპეტენცია

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სამხედრო განათლების სამმართველო:

ა.ა) სამხედრო განათლების დაგეგმვის განყოფილება;

ა.ბ) სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამების ანალიზისა და სასწავლო პროცესის მონიტორინგის განყოფილება;

ბ) საბრძოლო მომზადების სამმართველო:

ბ.ა) საბრძოლო მომზადების დაგეგმვის განყოფილება;

ბ.ბ) საბრძოლო მომზადების მონიტორინგისა და ანალიზის განყოფილება.

2. სამხედრო განათლების სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო განათლების სისტემის განვითარებისათვის შესაბამისი კონცეპტუალური და საორგანიზაციო დოკუმენტების შემუშავება და პრიორიტეტების განსაზღვრა;

ბ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო განათლების გეგმების შემუშავება;

გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გვარეობების მიხედვით სამხედრო საგანათლებლო სტანდარტების განსაზღვრა;

დ) სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამების ამ მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის სტანდარტებთან, აგრეთვე საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების დადგენილ წესებთან თავსებადობის განსაზღვრა;

ე) სამხედრო საგანმანათლებლო სისტემის სტრუქტურების განვითარება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციაში;

ვ) სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი, არსებული მდგომარეობის შესახებ პერიოდული ანალიზის მომზადება და რეკომენდაციების შემუშავება;

ზ) საზღვარგარეთ სამხედრო განათლების პრიორიტეტული მიმართულების განსაზღვრაში მონაწილეობა;

თ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სასწავლო პოლიგონებისა და სასროლეთების განვითარების სტანდარტების განსაზღვრა;

ი) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ეფექტური სამხედრო განათლების სისტემის განვითარებისთვის გამოცდილების (მათ შორის – პარტნიორი ქვეყნების) განზოგადება და გაზიარება;

კ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დოქტრინების შემუშავების/განვითარების პროცესის კოორდინაცია, აგრეთვე პუბლიკაციების კოდირება და გამოცემისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;

ლ) უცხოეთში მიღებული სამხედრო განათლების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის შესწავლა და მინისტრის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირისთვის წინადადებების წარდგენა;

მ) საქართველოს კანონმდებლობით და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.”.

3. საბრძოლო მომზადების სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) საქართვერლოს შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მომზადების სისტემის განვითარებისათვის შესაბამისი კონცეპტუალური და საორგანიზაციო დოკუმენტების შემუშავება და პრიორიტეტების განსაზღვრა;

ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების ამოცანებიდან გამომდინარე,  საბრძოლო მომზადების დაგეგმვის სტრატეგიისა და საორგანიზაციო მეთოდური მითითების შეიმუშავება;

გ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მომზადების ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში მისი კოორდინირება და მონიტორინგი;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სწავლებების დაგეგმვაში მონაწილეობა, კოორდინაცია და მონიტორინგი;

ე) ვადადაწესებული მოხსენებების ტაბელით და საბრძოლო მომზადების სახელმძღვანელო და სააღრიცხვო დოკუმენტების წარმოების წესით განსაზღვრულ ვადებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების შენაერთებიდან და ქვედანაყოფებიდან მიღებული დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე გენერალური შტაბის უფროსისათვის მოხსენების მომზადება;

ვ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ეფექტური  საბრძოლო მომზადების სისტემის განვითარებისთვის გამოცდილების (მათ შორის – პარტნიორი ქვეყნების) განზოგადება და გაზიარება;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 19 დეკემბრიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ბუთხუზი