საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.12.2016
ძალაში შესვლა 19.12.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №90
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.016445
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/12/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ბუთხუზი | საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№90
2016 წლის 16 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესაახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 23 მაისის №171 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 19 დეკემბრიდან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ბუთხუზი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (შემდგომში –
გენერალური შტაბი) წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა (შემდგომში –
სარდლობა) არის გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. სარდლობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა (შემდგომში –
მინისტრი) გენერალური შტაბის უფროსის სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სარდლობა, ანგარიშვალდებულია გენერალური შტაბის უფროსის წინაშე, რომელიც ახორციელებს სარდლობის სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სარდლობას აქვს საკუთარი სახელწოდებით –
ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით, შტამპი, ბლანკი და დროშა. ფინანსური ოპერაციების საწარმოებლად სარდლობას აქვს დადგენილი ნიმუშის ბეჭედი საიდენტიფიკაციო კოდით.
მუხლი 2🔗. სარდლობის ამოცანა
სარდლობის ამოცანებია:
ა) სამხედრო-სასწავლო დაწესებულებათა ინსტიტუციური ბაზისა და ორგანიზაციული სფეროს განვითარება;
ბ) პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეების მომზადება/გადამზადება და ქვედანაყოფების შეფასება;
გ) ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის’’ (PfP) პროგრამისა და ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ნატოს და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების მომზადება და ქვედანაყოფების შეფასება;
დ) ოპერატიული და ტაქტიკური დონის დოქტრინალური სახელმძღვანელოების შემუშავება;
ე) საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მისაღებად განსაზღვრული ქვედანაყოფების გადასროლისწინა მომზადება, გადამზადება და შეფასება;
ვ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სწავლებისა და წვრთნების მხარდაჭერა.
მუხლი 3🔗. სარდლობის კომპეტენცია
სარდლობის კომპეტენციაა:
ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში წვრთნებისა და სამხედრო განათლების ერთიანი პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სწავლებების ჩატარება და შეფასება, კომპეტენციის ფარგლებში;
გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების წვრთნა და შეფასება;
დ) საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მისაღებად შერჩეული შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გადასროლისწინა მომზადება/გადამზადება და შეფასება, ასევე გადასროლისწინა პროცესის მონიტორინგი და მხარდაჭერა;
ე) „პარტნიორობა მშვიდობისათვის’’ (PfP) პროგრამისა და ორმხრივი და მრავალმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში სამთო მომზადების საერთაშორისო კურსების დაგეგმვა, ჩატარება, კოორდინაცია და კონტროლი;
ვ) ნატოს და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების წვრთნა და/ან შეფასება;
ზ) პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ორგანიზება და კონტროლი;
თ) სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინსტიტუციონალური ბაზისა და ორგანიზაციული სფეროს განვითარება;
ი) სასწავლო პროცესისა და საბრძოლო მომზადების წარმართვისათვის საორგანიზაციო მეთოდური მითითებისა და ძირითადი ღონისძიებების გრძელვადიანი/მოკლევადიანი გეგმა-კალენდარის მომზადება, სამხედრო განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
კ) შეიარაღებულ ძალებში მიღებული ახალი სამხედრო შეიარაღებისა და ტექნიკის სისტემების შესწავლა და მათი სასწავლო პროგრამის შემუშავება;
ლ) სარდლობის სამხედრო სასწავლო პროგრამების შემუშავება, განხილვა და აღიარების პროცესში მონაწილეობის მიღება; სასწავლო პროცესის მონიტორინგი, ჩატარებული სასწავლო კურსების ანალიზი და მიღებული გამოცდილების გაზიარება;
მ) შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სწავლებისა და წვრთნების მხარდაჭერა სიმულაციური საშუალებებით და აღჭურვილობით, პოლიგონებით, სასროლეთებით, საწვრთნელი ბაზებით და ტექნიკური საშუალებებით;
ნ) საერთაშორისო სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გამოცდილების გაზიარება და წვრთნების თანამედროვე მეთოდების დანერგვა;
ო) სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განვითარების მხარდაჭერა;
პ) საკონტრაქტო პროფესიულ სამსახურში მისაღებად სამოქალაქო პირების შერჩევა, საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ჩატარება;
ჟ) სპეციალისტებისა და უმცროს მეთაურთა მომზადება/გადამზადება, ძირითადი სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით;
რ) სერჟანტთა საკარიერო სამხედრო განათლების პროგრამით მომზადება;
ს) უმცროს ოფიცერთა ძირითადი სამხედრო განათლების სპეციალობის პროგრამით მომზადება (ტაქტიკური დონე);
ტ) ოპერატიული და ტაქტიკური დონის დოქტრინალური სახელმძღვანელოების შემუშავება, ოპერაციებისა და წვრთნების დროს მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით;
უ) გამოცდილების გაზიარების სისტემის ჩამოყალიბება, წვრთნებისა და სამხედრო ოპერაციების შედეგად მიღებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, მიღებული გამოცდილების საფუძველზე საჭირო რეკომენდაციების და/ან მითითებების შემუშავება, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მისი გავრცელება და დანერგვა;
ფ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამთო-სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა;
ქ) ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასება;
ღ) სარდლობის ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის საკადრო საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში, პირადი შემადგენლობის შერჩევის, კვალიფიკაციის ამაღლების, შეფასებისა და კარიერული მართვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობის წარმართვა, მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და საშტატო სტრუქტურის დაგეგმვა;
ყ) სარდლობის საბრძოლო მომზადების გეგმების შემუშავება და საბრძოლო მზადყოფნის დონის ასამაღლებლად სწავლებების ჩატარება, სტანდარტული ოპერატიული სამოქმედო პროცედურების შემუშავება;
შ) სარდლობის ქვედანაყოფების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტროლი;
ჩ) სარდლობის ლოგისტიკური ოპერაციების დაგეგმვა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, შეიარაღების, საბრძოლო მასალების, ტექნიკის, სასწავლო მატერიალური ბაზის და სხვა მატერიალური საშუალებების შეფასების ორგანიზება და სტატუსების მართვა, სარდლობის ქვედანაყოფების სამედიცინო საქმიანობის კოორდინაცია, ლოგისტიკური უზრუნველყოფის მართვა ერთიანი საინფორმაციო და პროგრამული სისტემის მეშვეობით, სარდლობის განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების ბიუჯეტირების პროცესის წარმართვა;
ც) სარდლობის გრძელვადიანი განვითარების გეგმების შემუშავება;
ძ) სარდლობის პირადი შემადგენლობისთვის საზღვარგარეთ სასწავლო კურსების დაგეგმვისა და განხორციელების პროცედურების ორგანიზება;
წ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეირაღებული ძალების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ჭ) ნატო –
საქართველოს არსებითი პაკეტისა (SNGP) და ნატოს პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების კოორდინაცია და კონტროლი, აღებული ვალდებულებების შესრულების სტატუსის შესახებ პერიოდული მოხსენებების მომზადება, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში;
ჯ) სარდლობის ქვედანაყოფების სატელეფონო, მართვის ავტომატიზებული სისტემების, კომპიუტერული ქსელების, რადიოკავშირების და კავშირგაბმულობის საშუალებების განაწილება და ექსპლუატაციის კონტროლი, ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების ორგანიზების კონტროლი, წვრთნებისა და სწავლებების მიმდინარეობის დროს კავშირგაბმულობის სისტემების ფუნქციონირების კონტროლი და მონიტორინგი;
ხ) სარდლობის საფინანსო უზრუნველყოფა, საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება, ფინანსური ანგარიშგებების წარმართვა და ფულადი სახსრების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ხარჯვა, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ბუღატრული აღრიცხვა/ანგარიშგება;
ჰ) კომპეტენციის ფარგლებში, სარდლობის სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივ საკითხებზე იურიდიული დახმარების გაწევა, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება.
მუხლი 4🔗. სარდლობის სტრუქტურული ერთეულები და მათი კომპეტენცია
1. სარდლობის სტრუქტურული ერთეულებია (შემდგომში –
სტრუქტურული ერთეული):
ა) საფინანსო განყოფილება;
ბ) ინგლისური ენის ტესტირებისა და შეფასების ჯგუფი;
გ) შტაბი;
გ.ა) G-1 სამსახური;
გ.ბ) G-3 სამსახური;
გ.გ) G-4 სამსახური;
გ.დ) G-5 სამსახური;
გ.ე) G-6 სამსახური;
დ) ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC);
ე) საერთო საჯარისო ცენტრი;
ვ) წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისი“;
ზ) ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრი;
თ) გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრი;
ი) პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა;
კ) უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი;
ლ) დოქტრინების განვითარების ცენტრი.
2. სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაა:
ა) საფინანსო განყოფილება –
ახორციელებს სარდლობის საფინანსო უზრუნველყოფას, საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას, ფინანსური ანგარიშგებების წარმართვას და ფულადი სახსრების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ხარჯვას, უზრუნველყოფს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ბუღატრულ აღრიცხვას/ანგარიშგებას;
ბ) ინგლისური ენის ტესტირებისა და შეფასების ჯგუფი –
ახორციელებს ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასებას;
გ) სარდლობის შტაბი –
ახორციელებს სარდლობის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის დაგეგმვას, კოორდინაციას და კონტროლს:
გ.ა) G-1 სამსახური:
გ.ა.ა) უზრუნველყოფს სარდლობის ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის საკადრო საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას და კოორდინაციას, კომპეტენციის ფარგლებში;
გ.ა.ბ) ახორციელებს პირადი შემადგენლობის შერჩევის, კვალიფიკაციის ამაღლების, შეფასებისა და კარიერული მართვისათვის საჭირო ღონისძიებებს;
გ.ა.გ) წარმართავს პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობას, ქმნის მონაცემთა ერთიან ბაზას და ახორციელებს საშტატო სტრუქტურის დაგეგმვას;
გ.ბ) G-3 სამსახური:
გ.ბ.ა) უზრუნველყოფს სასწავლო პროცესისა და საბრძოლო მომზადების წარმართვისათვის საორგანიზაციო მეთოდური მითითებისა და ძირითადი ღონისძიებების გრძელვადიანი/მოკლევადიანი გეგმა-კალენდარის მომზადებას;
გ.ბ.ბ) უზრუნველყოფს სარდლობის სამხედრო სასწავლო პროგრამების განხილვას და აღიარების პროცესში მონაწილეობის მიღებას;
გ.ბ.გ) ახორციელებს სასწავლო პროცესის მონიტორინგს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ – „კ“ ქვეპუნქტებში მითითებულ სტრუქტურულ ერთეულებში, უზრუნველყოფს ჩატარებული სასწავლო კურსების ანალიზს და მიღებული გამოცდილების გაზიარებას;
გ.ბ.დ) უზრუნველყოფს შეიარაღებულ ძალებში მიღებული ახალი სამხედრო შეიარაღებისა და ტექნიკის სისტემების შესწავლისა და მათი სასწავლო პროგრამის შემუშავების პროცესის კოორდინაციას;
გ.ბ.ე) უზრუნველყოფს სამხედრო განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას;
გ.ბ.ვ) უზრუნველყოფს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მისაღებად შერჩეული შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გადასროლისწინა მომზადების/გადამზადების და შეფასების პროცესის მონიტორინგს;
გ.ბ.ზ) კოორდინაციას უწევს ოპერატიული და ტაქტიკური დონის დოქტრინალური სახელმძღვანელოების შემუშავებას;
გ.ბ.თ) უზრუნველყოფს შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სწავლებისა და წვრთნების მხარდაჭერის ორგანიზებას;
გ.ბ.ი) ახორციელებს სარდლობის საბრძოლო მომზადების გეგმების შემუშავებას და საბრძოლო მზადყოფნის დონის ასამაღლებლად სწავლებების ჩატარებას;
გ.ბ.კ) შეიმუშავებს სარდლობის სტრუქტურული ერთეულების სტანდარტულ სამოქმედო პროცედურებს;
გ.ბ.ლ) ახორციელებს სარდლობის ქვედანაყოფების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტროლს;
გ.გ) G-4 სამსახური:
გ.გ.ა) ახორციელებს სარდლობის ლოგისტიკური ოპერაციების დაგეგმვას და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
გ.გ.ბ) უზრუნველყოფს სარდლობის სტრუქტურული ერთეულების შეიარაღების, საბრძოლო მასალების, ტექნიკის, სასწავლო მატერიალური ბაზის და სხვა მატერიალური საშუალებების შეფასების ორგანიზებას და სტატუსების მართვას;
გ.გ.გ) ახორციელებს სარდლობის ქვედანაყოფების სამედიცინო საქმიანობის კოორდინაციას;
გ.გ.დ) ლოგისტიკური უზრუნველყოფის მართვას ერთიანი საინფორმაციო და პროგრამული სისტემის მეშვეობით, ახორციელებს სარდლობის განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების ბიუჯეტირების პროცესის წარმართვას;
გ.დ) G-5 სამსახური:
გ.დ.ა) ახორციელებს სარდლობის გრძელვადიანი განვითარების გეგმების შემუშავებას;
გ.დ.ბ) ახორციელებს პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ორგანიზებას და კონტროლს;
გ.დ.გ) ახორციელებს სარდლობის პირადი შემადგენლობისთვის საზღვარგარეთ სასწავლო კურსების დაგეგმვისა და განხორციელების პროცედურების ორგანიზებას;
გ.დ.დ) ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეირაღებული ძალების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობას;
გ.დ.ე) უზრუნველყოფს სამშვიდობო მისიებისთვის შერჩეული ქვედანაყოფების გადასროლისწინა მომზადების პროცესის მხარდაჭერას;
გ.დ.ვ) ახორციელებს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისა (SNGP) და ნატოს პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების კოორდინაციას და კონტროლს, აღებული ვალდებულებების შესრულების სტატუსის შესახებ პერიოდული მოხსენებების მომზადებას;
გ.დ.ზ) ახორციელებს „პარტნიორობა მშვიდობისათვის’’ (PfP) პროგრამისა და ორმხრივი და მრავალმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში სამთო მომზადების საერთაშორისო კურსების დაგეგმვას, ორგანიზებას და ჩატარების კოორდინაციას;
გ.დ.თ) ახორციელებს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობას, კომპეტენციის ფარგლებში;
გ.ე) G-6 სამსახური;
გ.ე.ა) ახორციელებს სარდლობის ქვედანაყოფების სატელეფონო, მართვის ავტომატიზებული სისტემების, კომპიუტერული ქსელების, რადიოკავშირების და კავშირგაბმულობის საშუალებების განაწილებას და ექსპლუატაციის კონტროლს;
გ.ე.ბ) ახორციელებს ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების ორგანიზების კონტროლს;
გ.ე.გ) უზრუნველყოფს წვრთნებისა და სწავლებების მიმდინარეობის დროს კავშირგაბმულობის სისტემების ფუნქციონირების კონტროლს და მონიტორინგს;
გ.ე.დ) ახორციელებს კავშირგაბმულობის სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამების განხილვას, მათი აღიარების პროცესში მონაწილეობის მიღებას და განხორციელების მონიტორინგს;
დ) ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC):
დ.ა) ახორციელებს შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სწავლებების ჩატარებას და/ან შეფასებას;
დ.ბ) ახორციელებს ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების წვრთნას და/ან შეფასებას;
დ.გ) ახორციელებს საქართველოს შეარაღებული ძალების ქვედანაყოფების წვრთნას და შეფასებას;
დ.დ) უზრუნველყოფს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მისაღებად შერჩეული შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გადასროლისწინა მომზადებას/გადამზადებას და შეფასებას;
დ.ე) მონაწილეობს დოქტრინალური სახელმძღვანელოების შემუშავებაში;
დ.ვ) უზრუნველყოფს საერთაშორისო სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გამოცდილების გაზიარებას და წვრთნების თანამედროვე მეთოდების დანერგვას;
დ.ზ) უზრუნველყოფს საბრძოლო მომზადების ორგანიზებას და ჩატარებას, მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მიღწევას და შენარჩუნებას;
ე) საერთო საჯარისო ცენტრი:
ე.ა) ახორციელებს სპეციალისტებისა და უმცროს მეთაურთა მომზადება/გადამზადებას, ძირითადი სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით;
ე.ბ) ახორციელებს უმცროს ოფიცერთა ძირითადი სამხედრო განათლების სპეციალობის პროგრამით მომზადებას (ტაქტიკური დონე);
ე.გ) ახორციელებს სასწავლო პროგრამების შემუშავებას, ჩატარებული სასწავლო კურსების ანალიზს და მიღებული გამოცდილების გაზიარებას;
ე.დ) მონაწილეობს დოქტრინალური სახელმძღვანელოების შემუშავებაში;
ე.ე) უზრუნველყოფს საერთაშორისო სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გამოცდილების გაზიარებას და წვრთნების თანამედროვე მეთოდების დანერგვას;
ე.ვ) უზრუნველყოფს საბრძოლო მომზადების ორგანიზებას და ჩატარებას, მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მიღწევას და შენარჩუნებას;
ვ) წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისი“:
ვ.ა) ახორციელებს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) და საერთო საჯარისო ცენტრის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების გატარებას;
ვ.ბ) ახორციელებს შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სწავლებებისა და წვრთნების მხარდაჭერას სიმულაციური საშუალებებით და აღჭურვილობით, პოლიგონებით, სასროლეთებით, საწვრთნელი ბაზებით და ტექნიკური საშუალებებით;
ვ.გ) უზრუნველყოფს საბრძოლო მომზადების ორგანიზებას და ჩატარებას, მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მიღწევას და შენარჩუნებას;
ზ) ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრი:
ზ.ა) ახორციელებს შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სწავლებისა და წვრთნების მხარდაჭერას სიმულაციური საშუალებებით და აღჭურვილობით, პოლიგონებით, სასროლეთებით, საწვრთნელი ბაზებით და ტექნიკური საშუალებებით;
ზ.ბ) უზრუნველყოფს საერთაშორისო სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გამოცდილების გაზიარებას და წვრთნების თანამედროვე მეთოდების დანერგვას;
ზ.გ) უზრუნველყოფს საბრძოლო მომზადების ორგანიზებას და ჩატარებას, მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მიღწევას და შენარჩუნებას;
თ) გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრი:
თ.ა) უზრუნველყოფს სერჟანტთა, საკარიერო სამხედრო განათლების პროგრამით მომზადებას;
თ.ბ) ახორციელებს სასწავლო პროგრამების შემუშავებას, ჩატარებული სასწავლო კურსების ანალიზს და მიღებული გამოცდილების გაზიარებას;
თ.გ) ახორციელებს საერთაშორისო სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გამოცდილების გაზიარებას და წვრთნების თანამედროვე მეთოდების დანერგვას;
თ.დ) უზრუნველყოფს საბრძოლო მომზადების ორგანიზებას და ჩატარებას, მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მიღწევას და შენარჩუნებას;
ი) პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა:
ი.ა) ახორციელებს „პარტნიორობა მშვიდობისათვის’’ (PfP) პროგრამისა და ორმხრივი და მრავალმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში, ნატოს და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების მომზადებას;
ი.ბ) ახორციელებს სამთო მომზადების საერთაშორისო კურსების დაგეგმვას და ჩატარებას, ალპინიზმისა და სამთო ტაქტიკურ-ტექნიკური სპეციალისტების მომზადება/გადამზადებას;
ი.გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მონაწილეობს სამთო-სამაშველო ოპერაციებში;
ი.დ) ახორციელებს სასწავლო პროგრამების შემუშავებას, ჩატარებული სასწავლო კურსების ანალიზს და მიღებული გამოცდილების გაზიარებას;
ი.ე) ახორციელებს შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სწავლებისა და წვრთნების მხარდაჭერას აღჭურვილობით, საწვრთნელი ბაზით და ტექნიკური საშუალებებით;
ი.ვ) ახორციელებს საერთაშორისო სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გამოცდილების გაზიარებას და წვრთნების თანამედროვე მეთოდების დანერგვას;
ი.ზ) უზრუნველყოფს საბრძოლო მომზადების ორგანიზებას და ჩატარებას, მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მიღწევას და შენარჩუნებას;
კ) უფროსს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი:
კ.ა) ახორციელებს საკონტრაქტო პროფესიულ სამსახურში მისაღებად სამოქალაქო პირების შერჩევას და საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ჩატარებას;
კ.ბ) ახორციელებს შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სწავლებისა და წვრთნების მხარდაჭერას სიმულაციური საშუალებებით და აღჭურვილობით, პოლიგონებით, სასროლეთებით, საწვრთნელი ბაზით და ტექნიკური საშუალებებით;
კ.გ) ახორციელებს სასწავლო პროგრამების შემუშავებას, ჩატარებული სასწავლო კურსების ანალიზს და მიღებული გამოცდილების გაზიარებას;
კ.დ) უზრუნველყოფს საერთაშორისო სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გამოცდილების გაზიარებას და წვრთნების თანამედროვე მეთოდების დანერგვას;
კ.ე) უზრუნველყოფს საბრძოლო მომზადების ორგანიზებას და ჩატარებას, მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მიღწევას და შენარჩუნებას;
ლ) დოქტრინების განვითარების ცენტრი:
ლ.ა) ახორციელებს ოპერატიული და ტაქტიკური დონის დოქტრინალური სახელმძღვანელოების შემუშავებას, ოპერაციებისა და წვრთნების დროს მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით;
ლ.ბ) შეიარაღებული ძალების პრიორიტეტული გეგმების შესაბამისად, დოქტრინების თარგმნას და გამოსაცემად მომზადებას;
ლ.გ) გამოცდილების გაზიარების სისტემის ჩამოყალიბებას, წვრთნებისა და სამხედრო ოპერაციების შედეგად მიღებული ინფორმაციის შეგროვებას და ანალიზს, მიღებული გამოცდილების საფუძველზე, საჭირო რეკომენდაციების და/ან მითითებების შემუშავებას, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მის გავრცელებას და დანერგვას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ – „კ“ ქვეპუნქტებში მითითებულ სტრუქტურულ ერთეულებს აქვთ საკუთარი სახელწოდებით –
ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით, შტამპი, ბლანკი და დროშა.
მუხლი 5🔗. სარდლობის ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილება
1. სარდლობას ხელმძღვანელობს სარდალი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარდლობაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია გენერალური შტაბის უფროსის წინაშე.
3. სარდალი, სარდლობაზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:
ა) ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, გენერალური შტაბის დებულებითა და ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) ახორციელებს სარდლობის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
გ) წყვეტს სარდლობის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია სარდლობაზე დაკისრებული ამოცანების სრულფასოვნად შესრულებაზე;
დ) კონტროლს უწევს ხელმძღვანელობის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას სარდლობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ე) ითანხმებს სარდლობის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის საკითხებს;
ვ) ანაწილებს მოვალეობებს სარდლობის მოსამსახურეებს შორის, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
ზ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნას;
თ) სარდლობაში შემოსულ კორესპონდენციას ანაწილებს სარდლობის მოსამსახურეებზე;
ი) აანალიზებს სარდლობის საქმიანობას და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სარდლობის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;
კ) გენერალური შტაბის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სარდლობის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ლ) გენერალური შტაბის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სარდლობის ამოცანების შესასრულებლად;
მ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სარდლობის სტრუქტურული ერთეულების უფროსების, დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მეთაურების და მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ნ) შუამდგომლობს სარდლობის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ო) ახორციელებს სარდლობაში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას;
პ) სასწავლო და საბრძოლო მომზადების პროცესების ორგანიზებასთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სარდალს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. სარდლის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სარდლის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში სარდლობის შტაბის უფროსი.
6. სარდლის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარდლობაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია გენერალური შტაბის ხელმძღვანელობის და სარდლის წინაშე.
7. სარდლის მოადგილე სარდლობაზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:
ა) ხელს უწყობს სარდალს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) სარდლის დავალების შესაბამისად განიხილავს სარდლობაში შესულ კორესპონდენციას;
გ) ზედამხედველობს სარდლობის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
დ) ზედამხედველობს და ანაწილებს დავალებებს სარდლობის სტრუქტურულ ერთეულებს და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
ე) ახორციელებს სარდლობაში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
ვ) აანალიზებს სარდლობის საქმიანობას და სარდალს წარუდგენს წინადადებებს სარდლობის საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს სარდალთან მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
თ) ასრულებს გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისა და სარდლის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
8. სარდლობის სტრუქტურულ ერთეულებს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის უფროსი (მეთაური), რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
9. სტრუქტურული ერთეულის უფროსი (მეთაური), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია გენერალური შტაბის ხელმძღვანელობის, სარდლის და სარდლის მოადგილის წინაშე.
10. სტრუქტურული ერთეულის უფროსი (მეთაური), სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:
ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს კორესპონდენციას სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის;
გ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზებას და ზედამხედველობს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
დ) ახორციელებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, კონტროლს უწევს სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, სარდლის, მოადგილის და სარდლობის შტაბის უფროსის დავალებების შესრულებას;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
11. სტრუქტურული ერთეულის უფროსის (მეთაურის), დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის მოხელე.