სსიპ -ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№61601473951
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის   საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში

წარმოგიდგენთ სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “ინფორმაციის თავისუფლების” თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე

სსიპ - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის 2016 წლის 24 ოქტომბრის №187  ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე  პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა  სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის საქმისმწარმოებელი .

ა) სკოლაში სულ 6 მოთხოვნა შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე. საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

ბ) დაკმაყოფილდა 6 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.

დ) 2016 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.

ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სკოლის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეტანილი არ ყოფილა და ინფორმაციის დამუშავებასა და  გაცემასთან,  სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. გამომდინარე აქედან, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯებიც სკოლას არ ჰქონია.  

სსიპ - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის   საჯარო  სკოლის 2016 წლის წლიურ ანგარიშს აგრეთვე წარმოგიდგენთ   ცხრილის ფორმით:

 

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

6

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა

0

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება

0

საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა

0

პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა

0

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

0

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0

დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

0

სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის დირექტორი                                        მ. ჩომარიან