ტექნიკური რეგლამენტის - მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.12.2016
ძალაში შესვლა 01.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №558
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019625
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/12/2016
matsne.gov.ge 1,351 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.12.2016 მიღება
01.01.2017 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„ტექნიკური რეგლამენტის – რადიოაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოსა და საცავის უსაფრთხოების ანგარიშისადმი ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 20.11.2023 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 14.05.2025 „უსაფრთხოების მართვის სისტემის წესის“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 89% 20.09.2022 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 30.06.2015 „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 89% 12.03.2024

დოკუმენტის ტექსტი

ტექნიკური რეგლამენტის - მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №558 2016 წლის 15 დეკემბერი ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტის – მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნები. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი ტექნიკური რეგლამენტი – მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნები მუხლი 1🔗.  რეგულირების სფერო და მიზანი 1. ტექნიკური რეგლამენტი – მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნები (შემდგომში – რეგლამენტი) ადგენს რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნებს მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში მაიონებელი გამოსხივების წყაროებისა და მათი შემცველი ხელსაწყო-დანადგარების გამოყენებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების დროს ადამიანისა და გარემოს მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან  დაცვის მიზნით. 2. რეგლამენტში ასახული მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა მრეწველობის, მეცნიერებისა და განათლების სფეროებში მოღვაწე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ან ამგვარი ლიცენზიის მაძიებელი ყველა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში. მუხლი 3🔗. ზოგადი მოთხოვნები   1. მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში მაიონებელი გამოსხივების წყაროებსა და მათ შემცველ ხელსაწყო-დანადგარებთან საქმიანობა ექვემდებარება „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ავტორიზაციას. 2. მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში მაიონებელი გამოსხივების წყაროებისა და მათი შემცველი ხელსაწყო-დანადგარების გამოყენების ყველა ეტაპზე უზრუნველყოფილ უნდა იქნეს: ა) მუშაკის, მოსახლეობისა და გარემოს დაცვა მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან; ბ) რადიაციული უსაფრთხოების ძირითადი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვა; გ) რადიაციული მონიტორინგი; დ) მაიონებელი გამოსხივების წყაროების ფიზიკური დაცვა; ე) რადიაციული ავარიებისთვის ან/და ინციდენტებისთვის მზადყოფნა და რეაგირება.         მუხლი 4🔗. სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ფუნქციები სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), როგორც მარეგულირებელი ორგანო, რეგულირებისა და კონტროლის მიზნით: ა) უზრუნველყოფს მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში მაიონებელი გამოსხივების წყაროებით და მათი შემცველი ხელსაწყო-დანადგარებით საქმიანობის ავტორიზაციას  მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) უზრუნველყოფს გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების განხორციელებას   მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) ეცნობა რადიაციული მონიტორინგის შედეგებს; დ) უწყებრივ რეესტრში აფიქსირებს მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში გამოყენებულ მაიონებელი გამოსხივების წყაროებსა და მათ შემცველ ხელსაწყო-დანადგარებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) საობიექტო რადიაციული ავარიის ან/და ინციდენტის შემთხვევაში,  უწევს კოორდინაციასა და კონტროლს რეაგირებაში ჩართული პირების ქმედებებსა და სალიკვიდაციო სამუშაოებს; ვ) შეიმუშავებს ინსტრუქციებსა და რეკომენდაციებს მრეწველობაში მეცნიერებასა და განათლებაში მაიონებელი გამოსხივების წყაროებსა და მათ შემცველ ხელსაწყო-დანადგარებთან საქმიანობისათვის. მუხლი 5🔗. მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში მაიონებელი გამოსხივების წყაროებსა და მათ შემცველ ხელსაწყო-დანადგარებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის ვალდებულებები მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში მაიონებელი გამოსხივების წყაროებსა და მათ შემცველ ხელსაწყო-დანადგარებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია: ა) ამ რეგლამენტით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად სააგენტოსაგან მიიღოს შესაბამისი ავტორიზაცია; ბ) აცნობოს სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების ან საქმიანობის გაფართოების შესახებ და წარუდგინოს ამ ცვლილებასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაცია და რადიაციული დაცვის განახლებული პროგრამა; გ) წარუდგინოს სააგენტოს ანგარიშგება, სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ, წელიწადში ერთხელ – პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ლიცენზიას საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში მიიღებს; დ) აღრიცხოს მაიონებელი გამოსხივების წყაროები და აწარმოოს მათი ინვენტარიზაცია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) წარუდგინოს სააგენტოს მაიონებელი გამოსხივების წყაროს შესახებ ინფორმაცია მისი მიღებიდან ან გადაცემიდან 10 დღის ვადაში, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; ვ) მაიონებელი გამოსხივების წყაროებსა და მათ შემცველ ხელსაწყო-დანადგარებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უფლება მიანიჭოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მუშაკს; ზ) უზრუნველყოს მუშაკის პერიოდული გადამზადება; თ) დანიშნოს რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი ან პირები; ი) უზრუნველყოს მუშაკი რადიაციული დაცვის საშუალებებით; კ) ჩაუტაროს შესაბამისი ინსტრუქტაჟი მუშაკს საქმიანობის დაწყებისას; ლ) შეადგინოს და პერიოდულად განაახლოს მონიტორინგის პროგრამა; მ) უზრუნველყოს მუშაკის ინდივიდუალური დოზიმეტრებით აღჭურვა და აწარმოოს შესაბამისი დოკუმენტაცია; ნ) აცნობოს სააგენტოს მუშაკის ინდივიდუალური დასაშვები დოზური ზღვრების გადაჭარბების შესახებ; ო) ჩაატაროს სამუშაო ადგილის მონიტორინგი და შედეგები ასახოს დოკუმენტაციაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; პ) შეიმუშაოს სპეციფიკური სამუშაო პირობები მაიონებელი გამოსხივების წყაროს  კატეგორიის, შესაძლო რისკისა და საქმიანობის სახეობის გათვალისწინებით; ჟ) ორგანიზება გაუწიოს მაიონებელი გამოსხივების წყაროების უსაფრთხო ტრანსპორტირებას; რ) მაიონებელი გამოსხივების წყაროები შეინახოს სპეციალურად გამოყოფილ დროებით შესანახში, უსაფრთხოების მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით; ს) რესურსამოწურული რადიოაქტიური წყარო დაუბრუნოს მწარმოებელს ან უზრუნველყოს რადიოაქტიური ნარჩენების საცავში ან რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში მათი უსაფრთხო განთავსება; ტ) ორგანიზება გაუწიოს მაიონებელი გამოსხივების წყაროების ფიზიკურ დაცვას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; უ) უზრუნველყოს მაიონებელი გამოსხივების წყაროების ფიზიკური დაცვის სისტემების გამართული ფუნქციონირება; ფ) შეიმუშაოს და პერიოდულად განაახლოს საობიექტო რადიაციული ავარიებისთვის ან/და ინციდენტისთვის მზადყოფნისა და რეაგირების გეგმა,  საფრთხეებისა და რისკების ანალიზის საფუძველზე; ქ) დასახოს პრევენციული ღონისძიებები საობიექტო რადიაციული ავარიის ან/და ინციდენტის ასაცილებლად; ღ) საობიექტო რადიაციული ავარიის ან/და ინციდენტის შემთხვევაში,  იმოქმედოს რადიაციული ავარიებისთვის ან/და ინციდენტისთვის  მზადყოფნისა და რეაგირების გეგმის მიხედვით; ყ) აცნობოს სააგენტოს საობიექტო რადიაციული ავარიის ან/და ინციდენტის შესახებ; შ) საობიექტო რადიაციული ავარიის ან/და ინციდენტის ანალიზის საფუძველზე დასახოს ღონისძიებები, შემდგომში ავარიის ან/და ინციდენტის განმეორების თავიდან აცილების მიზნით; ჩ) შეასრულოს „ურღვევი კონტროლის განხორციელების, რადიოიზოტოპური ხელსაწყოების გამოყენებისა და ჭაბურღილების რადიაციული კვლევის დროს რადიაციული უსაფრთხოების სპეციფიკური მოთხოვნების შესახებ მეთოდური მითითებებით“ გათვალისწინებული მოთხოვნები. მუხლი  6🔗.  მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში მაიონებელი გამოსხივების წყაროებსა და მათ შემცველ ხელსაწყო-დანადგარებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი მუშაკის კვალიფიკაცია მოთხოვნები მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში მაიონებელი გამოსხივების წყაროებსა და მათ შემცველ ხელსაწყო-დანადგარებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი მუშაკის კვალიფიკაციისა და ცოდნის მიმართ უნდა შეესაბამებოდეს მაიონებელი გამოსხივების წყაროს გამოყენების სფეროსა და სპეციფიკას. მუხლი  7🔗.  მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში რადიაციული მონიტორინგის წარმოება   1. მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში რადიაციული მონიტორინგი ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. რადიაციული მონიტორინგის განსახორციელებლად უნდა შემუშავდეს მონიტორინგის პროგრამა, რომელიც  წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ნაწილს. მონიტორინგის პროგრამით განისაზღვრება ინდივიდუალური დოზებისა და სამუშაო ადგილების  რადიაციული კონტროლის სიხშირე და საჭირო გაზომვების სახეობა, მაიონებელი გამოსხივების წყაროს კატეგორიისა და მახასიათებლების გათვალისწინებით. 2. რადიაციული მონიტორინგის მიზნებია: ა) საქმიანობასა და გამოყენებული მაიონებელი გამოსხივების წყაროების საფრთხესთან მიმართებით, რადიაციული დაცვის მეთოდების ადეკვატურობის უზრუნველყოფა;  ბ) სამუშაო ადგილებისა და მუშაკის ინდივიდუალური დოზების შეფასება და თავსებადობა მარეგულირებელ მოთხოვნებთან. მუხლი 8🔗. მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში გამოყენებული რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირება რადიოაქტიური ნივთიერებები (გარდა მაიონებელი გამოსხივების გენერატორისა), საერთაშორისო ნორმებისა და კლასიფიკაციის შესაბამისად, განეკუთვნება საშიშროების ტიპის მიხედვით სახიფათო ტვირთების VII კლასს, რომელთა ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 9🔗. მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში გამოყენებული მაიონებელი გამოსხივების წყაროების შენახვა და ფიზიკური დაცვა (დაცულობა) 1. საქმიანობისას გამოყენებული მაიონებელი გამოსხივების წყაროების (გარდა მაიონებელი გამოსხივების მაგენერირებელი მოწყობილობებისა) შესანახად გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური სათავსი – დროებითი შესანახი, სადაც უზრუნველყოფილი იქნება რადიოაქტიური წყაროების უსაფრთხოების შესაბამისი ზომები და ფიზიკური დაცვა (დაცულობა), რომელიც მოიცავს ორგანიზაციული და საინჟინრო-ტექნიკური ზომების ერთობლიობას, რომლის მიზანია ქურდობის ან დროებითი შესანახის ხელშეუხებლობის დარღვევის აღმოჩენა, შეჩერება და რეაგირება. 2. მუშაკზე, მოსახლეობასა და გარემოზე მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედების შესამცირებლად და მაიონებელი გამოსხივების წყაროების ქურდობისა და დროებითი შესანახის ხელშეუხებლობის დარღვევის შესაზღუდად მიღებულ უნდა იქნეს რადიოაქტიური წყაროების უსაფრთხოების შესაბამისი ზომები. 3. მაიონებელი გამოსხივების წყაროების დროებითი შესანახის უსაფრთხოების ზომები და ფიზიკური დაცვა (დაცულობა) უნდა იყოს უზრუნველყოფილი მასში შესანახი მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაციისა და მახასიათებლების გათვალისწინებით. 4. მაიონებელი გამოსხივების წყაროების დროებითი შესანახი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) დაუშვებელია მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან სხვა სახის სახიფათო მასალების შენახვა; ბ) დაუშვებელია მაიონებელი გამოსხივების წყაროების განთავსება ისე, რომ დროებით შესანახში დოზის სიმძლავრემ გადააჭარბოს დასაშვებ დოზურ ზღვარს; გ) აუცილებელია დროებითი შესანახის კარის და მაიონებელი გამოსხივების წყაროების კონტეინერების ადვილად გახსნის უზრუნველყოფა; დ) აუცილებელია მაიონებელი გამოსხივების წყაროების კონტეინერების მარკირება; ე) აუცილებელია თხევადი რადიოაქტიური ნარჩენის მოთავსება მყარ კონტეინერებში.    5. ფიზიკური დაცვის (დაცულობის) უზრუნველსაყოფად უნდა იქნეს გამოყენებული დიფერენცირებული მიდგომა, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაციის, მოსალოდნელი რისკებისა და საფრთხეების გათვალისწინებით.                         მუხლი 10🔗. საობიექტო რადიაციული ავარიისთვის ან/და ინციდენტისთვის მზადყოფნა და რეაგირება    საობიექტო რადიაციულ ავარიაზე ან/და ინციდენტზე რეაგირების გეგმა უნდა მოიცავდეს  როგორც პრევენციულ, ისე ოპერატიული რეაგირების ღონისძიებებს. ა) პრევენციული ღონისძიებებია: ა.ა) საობიექტო რადიაციულ ავარიაზე ან/და ინციდენტზე რეაგირების გეგმის პერიოდული განახლება; ა.ბ) მუშაკის ინსტრუქტაჟი რადიაციულ ავარიაზე ან/და ინციდენტზე რეაგირების გეგმის მიხედვით; ა.გ) მუშაკის ცნობიერების ამაღლება, რადიაციული ავარიის ან/და ინციდენტის შემთხვევაში დაცვითი ღონისძიებების შესახებ; ბ) ოპერატიული რეაგირების ღონისძიებებია: ბ.ა) ობიექტზე სამუშაოების შეწყვეტა; ბ.ბ) მუშაკების გაყვანა ავარიის ზონიდან; ბ.გ) რადიაციული ავარიის ან/და ინციდენტის ზონის მონიშვნა რადიაციული საფრთხის ნიშნებით; ბ.დ) რადიაციული ავარიის ან/და ინციდენტის ზონის საზღვრების განსაზღვრა ეკვივალენტური დოზის სიმძლავრის მნიშვნელობის ან რადიაციული დაბინძურების მიხედვით;   ბ.ე) დასაშვებ ზონაში ეკვივალენტური დოზა არ აღემატება 1 მკზვ/სთ-ში; ბ.ვ) დაბინძურების დაფიქსირების შემთხვევაში, დეზაქტივაციის ჩასატარებელი ღონისძიებების უზრუნველყოფა; ბ.ზ) სააგენტოსათვის ოპერატიულად შეტყობინება შემდგომი წერილობითი ინფორმირებით; ბ.თ) ავარიის სალიკვიდაციო ღონისძიებების გეგმის შემუშავება და  სააგენტოში წარდგენა; ბ.ი) სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება გეგმის მიხედვით და სააგენტოს კოორდინირებით; ბ.კ) რადიაციული მდგომარეობის შეფასება დოზების მითითებით და საბოლოო ანგარიშის შედგენა; ბ.ლ) რადიაციული ავარიის ან/და ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დადგენა. მუხლი 11🔗. გარდამავალი დებულებები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ 2018 წლის 1 იანვრამდე მიიღოს „მეთოდური მითითებები ურღვევი კონტროლის განხორციელების, რადიოიზოტოპური ხელსაწყოების გამოყენებისა და ჭაბურღილების რადიაციული კვლევის დროს რადიაციული უსაფრთხოების სპეციფიკური მოთხოვნების შესახებ“.