სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანის საჯარო სკოლისათვის ტბელი აბუსერისძის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №172/ნ |
|
2016 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ, 112, 26/09/2005) დანართი №2-ით გათვალისწინებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს –
დაბა ხულოს საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ –
სსიპ –
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანის საჯარო სკოლას მიენიჭოს ქართული ლიტერატურის განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე გარდაცვლილი საერო პირის - ტბელი აბუსერისძის სახელი.
|
| მუხლი 2 |
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ, 112, 26/09/2005) გათვალისწინებულ დანართ №2-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს –
დაბა ხულოს საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის გრაფა №36 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|