,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №17
2010 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №31, მუხლი 257) დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სამინისტროების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროების სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციისა და კონტროლის ორგანიზების ხელშეწყობას;“;
ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი;
ბ) იურიდიული დეპარტამენტი;
გ) საორგანიზაციო დეპარტამენტი;
დ) საკადრო საკითხთა დეპარტამენტი;
ე) ეკონომიკური დეპარტამენტი;
ვ) საქმისწარმოების დეპარტამენტი;
ზ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
თ) მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფი (სამსახური);
ი) საგარეო ურთიერთობათა საკითხებში მრჩეველთა ჯგუფი (სამსახური);
კ) საპარლამენტო მდივნის სამსახური;
ლ) შიდა აუდიტის სამსახური.“;
გ) მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური