📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.12.2016
ძალაში შესვლა 19.12.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №89
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016443
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/12/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,918 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.12.2016 მიღება
19.12.2016 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ბუთხუზი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 04.01.2019 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 25.03.2025 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 20.02.2025 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 25.03.2025 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 15.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №89 2016 წლის 16 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის  №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ჟ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის თანდართული დებულება.   მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 24 სექტემბრის №29 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 19 დეკემბრიდან. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ბუთხუზი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗.  ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, კომპეტენციას, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და თავისი ამოცანებისა და კომპეტენციის განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 3. დეპარტამენტი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები   დეპარტამენტის ამოცანებია: ა) სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირების, აგრეთვე მათი ოჯახის წევრების სოციალურ ხელშეწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვა და  განხორციელება; ბ) დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეინტეგრაციის პროცესის ეფექტიანად და ხარისხიანად წარმართვა სამინისტროს სისტემის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით; გ) სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებული პოლიტიკის გატარება; დ) სამინისტროს პრიორიტეტების საფუძველზე, სამხედრო-ფსიქოლოგიური სერვისების უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, ფსიქოლოგიური შერჩევის სისტემის და მეთოდური რეკომენდაციების შემუშავება  და მისი შემდგომი განხორციელება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით სახელმწიფო, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან,  ერთობლივი პროექტების შემუშავება  და განხორციელება. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის კომპეტენცია დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირების, აგრეთვე მათი ოჯახის წევრების სოციალურ ხელშეწყობასთან დაკავშირებით წინადადებების და პროექტების შემუშავება და მათი განხორციელება; ბ) სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირების, აგრეთვე მათი ოჯახის წევრების ინფორმირება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების შესახებ; გ) დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებული სტანდარტული პროცედურებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესში  მონაწილეობა; დ) დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მონაცემთა ბაზის შექმნა პირველადი საჭიროებების განსაზღვრისა და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ზომების მიღების მიზნით; ე) დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება, მულტიდისციპლინარული (IDART) ჯგუფის მუშაობის  მონიტორინგი, რეინტეგრაციის პროცესის ეფექტურად და ხარისხიანად წარმართვა სამინისტროს სისტემის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით; ვ) დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით სახელმწიფო, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან,  ერთობლივი პროექტების შემუშავება  და განხორციელება; ზ)  დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების კვალიფიკაციის და შესაძლებლობების გათვალისწინებით შეიარაღებული ძალების შესაბამის ქვედანაყოფებში/სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმების ხელშეწყობა, შესაბამის სამსახურებთან  კოორდინაციით; თ) დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების პროფესიული განვითარების მიზნით, საგანმანათლებლო პროგრამების/კურსების მოძიება; ი) შეიარაღებულ ძალებში  სპორტის სხვადასხვა დარგის განვითარების ხელშეწყობა; კ) სპორტული პროექტების შემუშავება, სპორტულ ღონისძიებათა დაგეგმვაში მონაწილეობა, მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების  ხელშეწყობა, ადგილობრივ და საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური  წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა  ჩართულობის კოორდინაცია; ლ) სამინისტროში ფსიქოლოგიური სერვისების უზრუნველყოფის გაუმჯობესება, მეთოდური რეკომენდაციების, სამოქმედო გეგმების შემუშავება და შემდგომი განხორციელება; მ) სამინისტროს პრიორიტეტების საფუძველზე, სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებისათვის ფსიქოლოგიური დახმარების უზრუნველყოფა; ნ) სამინისტროს სისტემაში სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებული კვლევების წარმოება; ო) სამინისტროს სისტემაში სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება, სტატისტიკური დამუშავება და ანალიზი; პ) სამინისტროს პრიორიტეტის საფუძველზე სამხედრო სამსახურში, სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებაში და სამინისტროს სისტემის ქვედანაყოფებში მისაღები  კანდიდატების ფსიქოლოგიური შერჩევა მინისტრის მიერ დამტკიცებული  პროტოკოლის მიხედვით; ჟ) საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განსახორციელებლად წარსაგზავნი ან ამ მისიებიდან დაბრუნებული პირადი შემადგენლობის ფსიქოლოგიური შემოწმების დაგეგმვა და განხორციელება, მინისტრის მიერ დამტკიცებული პროტოკოლის მიხედვით; რ) საერთაშორისო ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში წარსაგზავნი  პირადი შემადგენლობის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ დასკვნის მომზადება და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემა; ს) საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო  მისიებიდან დაბრუნებული პირადი შემადგენლობის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ დასკვნის მომზადება, შესაბამისი რეკომენდაციის გაცემა და ფსიქოლოგიური დახმარების განხორციელება/ორგანიზება; ტ) კომპეტენციის ფარგლებში, შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების  მიხედვით, ლექციების, ტრენინგებისა და სემინარების ჩატარების უზრუნველყოფა; უ) „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირება (შემოსული ინფორმაციის მიღება, რეგისტრაცია, ხოლო საჭიროებისას დაინტერესებული პირისათვის კონსულტაციის გაწევა კომპეტენციის ფარგლებში); ფ) კომპეტენციის ფარგლებში  სამინისტროში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მასზე შესაბამისი რეაგირება; ქ) მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებების შესრულება; ღ)  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) სოციალური მხარდაჭერის სამმართველო; ბ) დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის სამმართველო; გ) ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამმართველო: გ.ა) ფსიქოლოგიური შერჩევის განყოფილება; გ.ბ) ფსიქოლოგიური მონიტორინგის განყოფილება. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია 1. სოციალური  მხარდაჭერის  სამმართველო: ა) შეიმუშავებს წინადადებებს სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირების, აგრეთვე მათი ოჯახის წევრების სოციალურ ხელშეწყობასთან დაკავშირებით; ბ) კომპტენციის ფაგლებში, ახორციელებს სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირების, აგრეთვე მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაცვასთან და სოციალურ ხელშეწყობასთან დაკავშირებულ პროექტებს; გ) უზრუნველყოფს სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირების, აგრეთვე მათი ოჯახის წევრების ინფორმირებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების შესახებ; დ) ხელს უწყობს შეიარაღებულ ძალებში  სპორტის სხვადასხვა დარგის განვითარებას; ე) მონაწილეობს სპორტული პროექტების შემუშავებასა და სპორტულ ღონისძიებათა დაგეგმვაში; ხელს უწყობს მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარებას; კოორდინაციას უწევს ადგილობრივ და საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური  წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა  ჩართულობას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს შემოსულ კორესპონდენციებს და ახდენს შესაბამის რეაგირებას; ზ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს სამინისტროს სისტემაში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში; თ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის და მისი მოადგილის დავალებებს; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის სამმართველო: ა) მონაწილეობს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებული სტანდარტული პროცედურებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესში; ბ) ქმნის დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მონაცემთა ბაზას პირველადი საჭიროებების განსაზღვრისა და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ზომების მიღების მიზნით; გ) შეიმუშავებს და ახორციელებს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, უზრუნველყოფს მულტიდისციპლინარული (IDART) ჯგუფის მუშაობის  მონიტორინგს და რეინტეგრაციის პროცესის ეფექტურად და ხარისხიანად წარმართვას სამინისტროს სისტემის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით; დ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით სახელმწიფო, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას  ერთობლივი პროექტების შემუშავებასა  და განხორციელებაში; ე)  ხელს უწყობს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების კვალიფიკაციის და შესაძლებლობების გათვალისწინებით შეიარაღებული ძალების შესაბამის ქვედანაყოფებში/სტრუქტურულ ერთეულებში მათ დასაქმებას, შესაბამის სამსახურებთან  კოორდინაციით; ვ) უზრუნველყოფს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების პროფესიული განვითარების მიზნით, საგანმანათლებლო პროგრამების/კურსების მოძიებას; ზ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს შემოსულ კორესპონდენციებს და ახდენს შესაბამის რეაგირებას; თ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს სამინისტროს სისტემაში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში; ი) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის და მისი მოადგილის დავალებებს; კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3.  ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამმართველო: ა) უზრუნველყოფს სამინისტროში ფსიქოლოგიური სერვისების გაუმჯობესებას, მეთოდური რეკომენდაციების, სამოქმედო გეგმების შემუშავებას და შემდგომი განხორციელებას; ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიურ დახმარებას სამინისტროს პრიორიტეტების შესაბამისად; გ) აწარმოებს კვლევებს  სამინისტროს სისტემაში სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით; დ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებას, სტატისტიკურ დამუშავებას და ანალიზს; ე) სამინისტროს პრიორიტეტის საფუძველზე ახორციელებს სამხედრო სამსახურში, სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებაში და სამინისტროს სისტემის ქვედანაყოფებში მისაღები    კანდიდატების ფსიქოლოგიურ შერჩევას მინისტრის მიერ დამტკიცებული  პროტოკოლის მიხედვით; ვ) გეგმავს და ახორციელებს საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განსახორციელებლად წარსაგზავნი ან ამ მისიებიდან დაბრუნებული პირადი შემადგენლობის ფსიქოლოგიურ შემოწმებას მინისტრის მიერ დამტკიცებული პროტოკოლის მიხედვით; ზ) ამზადებს დასკვნას საერთაშორისო ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში წარსაგზავნი და საერთაშორისო ოპერაციებიდან ან სხვა სახის სამშვიდობო  მისიებიდან დაბრუნებული პირადი შემადგენლობის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ და გასცემს შესაბამის რეკომენდაციას;   თ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების  მიხედვით ლექციების, ტრენინგებისა და სემინარების ჩატარებას; ი) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს შემოსულ კორესპონდენციებს და ახდენს შესაბამის რეაგირებას; კ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს სამინისტროს სისტემაში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში; ლ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის და მისი მოადგილის დავალებებს; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. ფსიქოლოგიური შერჩევის განყოფილების კომპეტენციაა ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“, „თ“ და „კ“ - „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება. 5. ფსიქოლოგიური მონიტორინგის განყოფილების კომპეტენციაა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ - „დ“,  „ვ“ - „ზ“, და „კ“ - „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება. 6. სამმართველოს/განყოფილებას შორის იდენტური კომპეტენციების არსებობისას, აღნიშნულ კომპეტენციას სტრუქტურული ერთეული ახორციელებს კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო უფროსთან (დეპარტამენტის/ სამმართველოს) კოორდინაციით. მუხლი 6🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილება 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც  კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის  ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის  მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით: ა) ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; ბ)   ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; გ) წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს  და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების სრულფასოვნად შესრულებაზე; დ) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ე) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; ვ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტში სტაჟირების გავლას; ზ)  დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას ანაწილებს დეპარტამენტის  მოსამსახურეებზე; თ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ; ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს ან/და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ; კ) მინისტრს ან/და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; ნ)  კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მინისტრის და მინისტრის მოადგილეთა სამართლებრივი აქტების ვიზირებას; ო) ახორციელებს დეპარტამენტში  მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას;  პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო ასეთი აქტის არარსებობის შემთხვევაში დეპარტამენტის მოხელე ამ  მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული წესის დაცვით. 5. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს: ა) კალენდარული წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, უფრო ადრე დანიშნული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო მეორე ექვსი თვის განმავლობაში, უფრო გვიან დანიშნული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ბ) ამ პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში, დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი მოადგილის არყოფნის დროს, სამსახურში მყოფი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; გ) ამ პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში, დეპარტამენტის უფროსის ორივე მოადგილის არყოფნის დროს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული დეპარტამენტის მოხელე. 6. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე. 8. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციას; გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; დ) ზედამხედველობს და ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის სამმართველოებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; ე) ახორციელებს დეპარტამენტში  მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;  ვ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ; ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის უფროსთან მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; თ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 9. დეპარტამენტის სტრუქტურაში შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 10. სამმართველოს/განყოფილების უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე/განყოფილებაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე. 11. სამმართველოს/განყოფილების უფროსი სამმართველოზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს/განყოფილების საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამმართველოს/განყოფილებას მიკუთვნებულ კორესპონდენციას სამმართველოს მოსამსახურეებს შორის; გ) უზრუნველყოფს სამმართველოს/განყოფილების მუშაობის ორგანიზებას და ზედამხედველობს სამმართველოს/განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას; დ) ახორციელებს სამმართველოში/განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას; ე) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დავალებების შესრულებას; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.