საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის კავშირგაბმულობის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.12.2016
ძალაში შესვლა 19.12.2016
ძალის დაკარგვა 16.12.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №103
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016436
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/12/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ბუთხუზი | საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 13.12.2018
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის კავშირგაბმულობის ცენტრის დებულების
დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№103
2016 წლის 16 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის კავშირგაბმულობის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის კავშირგაბმულობის ცენტრის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 19 დეკემბრიდან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ბუთხუზი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის
კავშირგაბმულობის ცენტრის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (შემდგომში – გენერალური შტაბი) კავშირგაბმულობის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. ცენტრი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა (შემდგომში – მინისტრი) და გენერალური შტაბის უფროსის სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. ცენტრი ანგარიშვალდებულია გენერალური შტაბის უფროსის წინაშე, რომელიც ახორციელებს ცენტრის სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ცენტრს აქვს საკუთარი სახელწოდებით –
ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით, შტამპი, ბლანკი და დროშა.
მუხლი 2🔗. ცენტრის ამოცანები
ცენტრის ამოცანებია:
ა) შეიარაღებული ძალების მართვისა და კონტროლის სისტემის მხარდასაჭერად სტრატეგიულ-ოპერატიული დონის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დროული, უწყვეტი, საიმედო და უსაფრთხო ფუნქციონირება;
ბ) სტრატეგიულ-ოპერატიული დონის კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების ტაქტიკური დონის სისტემებთან ურთიერთქმედება.
მუხლი 3🔗. ცენტრის კომპეტენცია
ცენტრის კომპეტენციაა:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა (შემდგომში – სამინისტრო) და შეიარაღებული ძალების სტრატეგიულ-ოპერატიული დონის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების მართვა, მათი მიბმა ტაქტიკური დონის სისტემებთან და ამ სისტემების მზადყოფნაში შენარჩუნების კონტროლი;
ბ) სტრატეგიული დონის მართვის პუნქტების კავშირგაბმულობის კვანძების მოწყობა დისლოცირებად და სტაციონარულ პირობებში, ასევე სტაციონარული მართვის პუნქტის კავშირგაბმულობის სისტემების მზადყოფნის შენარჩუნება;
გ) სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების კომპიუტერული და სატელეფონო ქსელებისა და სისტემების აგება, მომსახურება და ადმინისტრირება დისლოცირებად და სტაციონარულ პირობებში;
დ) რადიო, რადიოსარელეო, სატელეფონო და საფელდეგერო-საფოსტო კავშირების უზრუნველყოფა დისლოცირებად და სტაციონარულ პირობებში;
ე) სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ძირითადი და ფუნქციური ელექტრონული სერვისების მხარდაჭერა კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების მოქმედებებთან დაკავშირებული საინჟინრო და ტექნიკური მითითებების შესრულება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ზომების გატარება და ანალიზი.
მუხლი 4🔗. ცენტრის სტრუქტურული ერთეულები და მათი კომპეტენცია
1. ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია (შემდგომში – სტრუქტურული ერთეული):
ა) დისლოცირებადი კავშირგაბმულობის სამსახური:
ა.ა) რადიოკავშირების ჯგუფი;
ა.ბ) ინტეგრირებული ქსელების ჯგუფი;
ა.გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ოცეული.
ბ) სტაციონარული კავშირგაბმულობის სამსახური:
ბ.ა) კავშირების მართვის მორიგეები;
ბ.ბ) რადიოკავშირების ქვეგანყოფილება;
ბ.გ) სატელეფონო სისტემების ადმინისტრირების ქვეგანყოფილება;
ბ.დ) საფელდეგერო კავშირების ქვეგანყოფილება.
გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სამსახური:
გ.ა) ქსელებისა და სისტემების ადმინისტრირების ქვეგანყოფილება;
გ.ბ) ტექნიკური დახმარების ქვეგანყოფილება;
გ.გ) ქოლცენტრის ქვეგანყოფილება.
2. სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციებია:
ა) დისლოცირებადი კავშირგაბმულობის სამსახური ახორციელებს:
ა.ა) სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სტრატეგიულ-ოპერატიული დონის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების მართვას, მათ მიბმას ტაქტიკური დონის სისტემებთან და ამ სისტემების მზადყოფნაში შენარჩუნების კონტროლს;
ა.ბ) სტრატეგიული დონის მართვის პუნქტების კავშირგაბმულობის კვანძების მოწყობას დისლოცირებად და სტაციონარულ პირობებში;
ა.გ) სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების კომპიუტერული და სატელეფონო ქსელებისა და სისტემების აგება, მომსახურებას და ადმინისტრირებას დისლოცირებად პირობებში;
ა.დ) რადიო, რადიოსარელეო და სატელეფონო კავშირების უზრუნველყოფას დისლოცირებად პირობებში;
ა.ე) კომპეტენციის ფარგლებში, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ზომების გატარებასა და ანალიზს.
ბ) სტაციონარული კავშირგაბმულობის სამსახური ახორციელებს:
ბ.ა) სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სტრატეგიულ-ოპერატიული დონის კავშირგაბმულობის სისტემების მართვას, მათ მიბმას ტაქტიკური დონის სისტემებთან და ამ სისტემების მზადყოფნაში შენარჩუნების კონტროლს;
ბ.ბ) სტრატეგიული დონის სტაციონარული მართვის პუნქტის კავშირგაბმულობის სისტემების მზადყოფნის შენარჩუნებას;
ბ.გ) სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სატელეფონო ქსელების აგებას, მომსახურებასა და ადმინისტრირებას სტაციონარულ პირობებში;
ბ.დ) რადიო, სატელეფონო და საფელდეგერო-საფოსტო კავშირების უზრუნველყოფას სტაციონარულ პირობებში;
ბ.ე) სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ძირითადი და ფუნქციური ელექტრონული სერვისების მხარდაჭერას კომპეტენციის ფარგლებში;
ბ.ვ) კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების მოქმედებებთან დაკავშირებული საინჟინრო და ტექნიკური მითითებების შესრულებას;
ბ.ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კავშირგაბმულობის უსაფრთხოების ზომების გატარებასა და ანალიზს.
გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სამსახური ახორციელებს:
გ.ა) სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ინფორმაციული სისტემების მართვას, მათ მიბმას ტაქტიკური დონის სისტემებთან და ამ სისტემების მზადყოფნაში შენარჩუნების კონტროლს;
გ.ბ) სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების აგებას, მომსახურებას და ადმინისტრირებას დისლოცირებად და სტაციონარულ პირობებში;
გ.გ) სამინისტროს და შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ძირითადი და ფუნქციური ელექტრონული სერვისების მხარდაჭერას კომპეტენციის ფარგლებში;
გ.დ) კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების მოქმედებებთან დაკავშირებული საინჟინრო და ტექნიკური მითითებების შესრულებას;
გ.ე) კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების ზომების გატარებასა და ანალიზს.
მუხლი 5🔗. ცენტრის ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილება
1. ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. ცენტრის უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცენტრზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია გენერალური შტაბის უფროსის წინაშე.
3. ცენტრის უფროსი, ცენტრზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:
ა) ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, გენერალური შტაბის დებულებითა და ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) ახორციელებს ცენტრის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
გ) წყვეტს ცენტრის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია ცენტრზე დაკისრებული ამოცანების სრულფასოვნად შესრულებაზე;
დ) კონტროლს უწევს ხელმძღვანელობის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ე) ითანხმებს ცენტრის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის საკითხებს;
ვ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის მოსამსახურეებს შორის, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
ზ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნას;
თ) ცენტრში შემოსულ კორესპონდენციას ანაწილებს ცენტრის მოსამსახურეებზე;
ი) აანალიზებს ცენტრის საქმიანობას და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ცენტრის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;
კ) გენერალური შტაბის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ცენტრის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ლ) გენერალური შტაბის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ცენტრის ამოცანების შესასრულებლად;
მ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს ცენტრის სტრუქტურული ერთეულების უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ნ) შუამდგომლობს ცენტრის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ო) ახორციელებს ცენტრში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას;
პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. ცენტრის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. ცენტრის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ცენტრის უფროსის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, განსაზღვრული ცენტრის სტრუქტურული ერთეულის უფროსი.
6. ცენტრის უფროსის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცენტრზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისა და ცენტრის უფროსის წინაშე.
7. ცენტრის უფროსის მოადგილე ცენტრზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:
ა) ხელს უწყობს ცენტრის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ცენტრის უფროსის დავალების შესაბამისად განიხილავს ცენტრში შესულ კორესპონდენციას;
გ) ზედამხედველობს ცენტრის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
დ) ზედამხედველობს და ანაწილებს დავალებებს ცენტრის სტრუქტურულ ერთეულებს და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
ე) ახორციელებს ცენტრში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
ვ) აანალიზებს ცენტრის საქმიანობას და ცენტრის უფროსს წარუდგენს წინადადებებს ცენტრის საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს ცენტრის უფროსთან მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
თ) ასრულებს გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისა და ცენტრის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
8. ცენტრის სტრუქტურულ ერთეულებს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
9. სტრუქტურული ერთეულის უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია გენერალური შტაბის ხელმძღვანელობის, ცენტრის უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე.
10. სტრუქტურული ერთეულის უფროსი, სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:
ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს კორესპონდენციას სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის;
გ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზებას და ზედამხედველობს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
დ) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, კონტროლს უწევს სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, ცენტრის უფროსისა და მისი მოადგილის დავალებების შესრულებას;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
11. სტრუქტურული ერთეულის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის მოხელე.