„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 5 თებერვლის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №45 |
|
2016 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი |
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“.
,,ლ1) გარემოსდაცვით სფეროში საჯარო განხილვების ხელშეწყობა;“.
„მ1) გარემოსდაცვით სფეროსთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სერტიფიცირების უზრუნველყოფა;
მ2) საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, შესაბამისი სპეციალისტების მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და სწავლების ხელშეწყობა;“.
,,თ1) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გასცემს ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ1” პუნქტით გათვალისწინებულ სერტიფიკატებს;“.
,,21. ცენტრის დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი. დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე.“
,,1. განათლების პროექტების სამსახური:
ა) განსაზღვრავს სწავლების მიმართულებებს, შეიმუშავებს სასწავლო გეგმებს, თემატიკასა და პროგრამებს;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს მეთოდურ მითითებებსა და სასწავლო ლიტერატურას;
გ) ორგანიზებას უწევს სემინარების, ტრენინგების და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების მომზადებასა და ჩატარებას;
დ) ხელს უწყობს სხვადასხვა საგანმანათლებლო და სასერტიფიკატო პროგრამებში გარემოსდაცვითი კომპონენტების ჩართვას;
ე) ხელს უწყობს გარემოს დაცვის სფეროში ახალი პროფესიული კურსების დანერგვას;
ვ) თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან
ზ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო ურთიერთობებში.
თ) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს ,,მწვანე ეკონომიკისა” და ,,მწვანე ბიზნესის” ხელშემწყობ პროექტებს;
ი) კოორდინაციას უწევს მდგრადი განვითარების პოლიტიკის ფორმირების ხელშემწყობი სხვა ღონისძიებების განხორციელებას;
კ) უზრუნველყოფს გარემოსდაცვით სფეროსთან დაკავშირებულ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სერტიფიცირებას;
ლ) უზრუნველყოფს საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, შესაბამისი სპეციალისტების მომზადებას, გადამზადებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და სწავლების ხელშეწყობას.”
,,ი) კოორდინაციას უწევს ეკომარკირების სისტემებისა და ეკოსტანდარტების დანერგვის პროექტებს;
კ) უზრუნველყოფს ერთიანი საინფორმაციო სისტემის განვითარების სტრატეგიის ფორმირებას და კონკრეტული კომპონენტების იმპლემენტაციას;
ლ) კოორდინაციას უწევს ანალიტიკური პროდუქტების მომზადებას.“
|