საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 იანვრის ბრძანებულება №1 საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის № 81 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებასა და სტრუქტურაში ცვლილებების შეტანისა და ქვეყნის უსაფრთხოების, პოლიტიკური პრობლემებისა და კონფლიქტების მოწესრიგების საკითხში საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის-მიმართულების ხელმძღვანელის და ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების კომისიების გაერთიანებული აპარატის საშტატო ერთეულებისა და საბიუჯეტო ასიგნებების საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის აპარატისათვის გადაცემის თაობაზე``
მიღების თარიღი 09.01.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010.210.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 3, 15/01/2004
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.01.2004 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 იანვრის ბრძანებულება №1 საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის № 81 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებასა და სტრუქტურაში ცვლილებების შეტანისა და ქვეყნის უსაფრთხოების, პოლიტიკური პრობლემებისა და კონფლიქტების მოწესრიგების საკითხში საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის-მიმართულების ხელმძღვანელის და ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების კომისიების გაერთიანებული აპარატის საშტატო ერთეულებისა და საბიუჯეტო ასიგნებების საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის აპარატისათვის გადაცემის თაობაზე``
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 59.55pt 51.05pt 59.55pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1
2004 წლის 9 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებასა და სტრუქტურაში ცვლილებების შეტანისა და ქვეყნის უსაფრთხოების, პოლიტიკური პრობლემებისა და კონფლიქტების მოწესრიგების საკითხში საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის – მიმართულების ხელმძღვანელის და ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების კომისიების გაერთიანებული აპარატის საშტატო ერთეულებისა და საბიუჯეტო ასიგნებების საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის აპარატისათვის გადაცემის თაობაზე
1. „საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებასა და სტრუქტურაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულებიდან ამოღებულ იქნეს:
ა.ა) IV თავის მე-7 მუხლის მე-10 აბზაცი;
ა.ბ) VI თავის მე-12 მუხლის მე-6 აბზაციდან სიტყვები „ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების კომისიების გაერთიანებული აპარატის უფროსს“;
ა.გ) VII თავის მე-18 მუხლიდან სიტყვები „ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკური პრობლემებისა და კონფლიქტების მოწესრიგების საკითხში საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი – მიმართულების ხელმძღვანელი“ და „ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების კომისიების გაერთიანებული აპრატი“;
ბ) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკური პრობლემებისა და კონფლიქტების მოწესრიგების საკითხში საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი – მიმართულების ხელმძღვანელი“ და „ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების კომისიების გაერთიანებული აპარატი“.
2. ქვეყნის უსაფრთხოების, პოლიტიკური პრობლემებისა და კონფლიქტების მოწესრიგების საკითხში საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის – მიმართულების ხელმძღვანელის და ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების კომისიების გაერთიანებული აპარატის 11 საშტატო ერთეული და საბიუჯეტო ასიგნებები 2004 წლის პირველი თებერვლიდან გადაეცეს საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის აპარატს.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ასახოს ქვეყნის უსაფრთხოების, პოლიტიკური პრობლემებისა და კონფლიქტების მოწესრიგების საკითხში საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის – მიმართულების ხელმძღვანელის და ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების კომისიების გაერთიანებული აპარატის საშტატო ერთეულებისა და საბიუჯეტო ასიგნებების საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის აპარატისათვის გადაცემასთან დაკავშირებული ცვლილებები.
4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ქვეყნის უსაფრთხოების, პოლიტიკური პრობლემებისა და კონფლიქტების მოწესრიგების საკითხში საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის – მიმართულების ხელმძღვანელის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 21 მარტის №233 და „ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების კომისიების გაერთიანებული აპარატის შესახებ“ 1997 წლის 23 სექტემბრის №536 ბრძანებულებები.
ნ. ბურჯანაძე
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი