,,საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებასა და ,,საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კაკნონშემოქმედებითი საქმიანობის საქმიანობის სამსახურისა და სახელმწიფო კანცელარიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე`` საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 4 ივნისის №241 ბრძანებულებით დამტკიცებულ სახელმწიფო დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
010.210.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 3, 15/01/2004

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №3

2004 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებასა და „საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურისა და სახელმწიფო კანცელარიის იურიდიული სამსახურის დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 4 ივნისის №241 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

1. „საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებით დამტკიცებულ სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 – გაუქმდეს საქართველოს პრეზიდენტის მუდმივი და სრულუფლებიანი წარმომადგენლის თანამდებობა და საკონსტიტუციო სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილება.

2. საკონსტიტუციო სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილების საშტატო ერთეულების ბაზაზე სახელმწიფო კანცელარიის იურიდიულ სამსახურში შეიქმნას სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილება.

3. შეტანილ იქნეს დამატებები „საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურისა და სახელმწიფო კანცელარიის იურიდიული სამსახურის დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 4 ივნისის №241 ბრძანებულებით დამტკიცებულ იურიდიულ სამსახურის დებულებაში და მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 5.სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზის განყოფილება;

ბ) სამართლებრივი აქტების კოდიფიკაციის, ინფორმატიზაციისა და სახელმწიფო-საქვეუწყებო დაწესებულებათა რეესტრის წარმოების განყოფილება;

გ) სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილება.

2. სამართლებრივი აქტების ექსპერტიზის განყოფილება:

ა) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ნორმატიული და ინდივიდუალური აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას და წარუდგენს სამსახურის უფროსს ვიზირებისა ან დასკვნისათვის;

ბ) იხილავს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის და საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელზე შემოსული სამართლებრივი ხასიათის მასალებს და ამზადებს დასკვნის პროექტებს;

გ) ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისა და სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს.

3. სამართლებრივი აქტების კოდიფიკაციის, ინფორმატიზაციისა და სახელმწიფო-საქვეუწყებო დაწესებულებათა რეესტრის წარმოების განყოფილება:

ა) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებებისა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებების სისტემატიზაციას;

ბ) ამზადებს შესაბამის დასკვნებს სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად და ბათილად გამოცხადების თაობაზე;

გ) ახორციელებს რეკომენდაციების მომზადებას აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებიდან შემოსულ მასალებთან დაკავშირებით;

დ) აწარმოებს სახელმწიფო-საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალურ რეესტრს;

ე) ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისა და სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს.

4. სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილება:

ა) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის, როგორც მხარის წარმომადგენლობას საქართველოს საკონსტიტუციო, უზენაეს, საოლქო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის სახელით ახორციელებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით განსაზღვრული წარმომადგენლისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებას;

გ) განიხილავს სასამართლოებში საქართველოს პრეზიდენტის, როგორც მხარის მონაწილეობით წარმოებულ საქმეთა მასალებს და აგროვებს სათანადო მტკიცებულებებს;

დ) შეისწავლის წარმოებულ საქმეთა სასამართლო პრაქტიკას, ამზადებს სათანადო დასკვნებს და წარუდგენს სამსახურის უფროსს;

ე) აწარმოებს სასამართლოებში განხილულ საქმეთა ერთიან რეესტრს;

ვ) ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისა და სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს.

5. სამსახურის მოხელეთა შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეთა კანდიდატურებს სამსახურის უფროსი საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან შეთანხმებით დასანიშნად წარუდგენს შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ან საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს – სახელმწიფო კანცელარიის უფროსს.

6. სამსახურის მოხელეები, შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისა და სამსახურის უფროსის წინაშე“.

7. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საკონსტიტუციო სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 2001 წლის 22 აპრილის №38 ბრძანება.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი